Rayo - მსუბუქი საარტილერიო დანადგარი
08:48:23     08-05-2012
Rayo შეიქმნა როგორც ჩილეს არმიისთვის ასევე საექსპორტოდ. მანქანის პირველი პროტოტიპი 1997 წელს გამოჩნდა. 1997 წლიდან 2002 წლამდე წარმოება მიმდინარეობდა, თუმცა 2002 წლიდან საეჭვოდ გამოჩნდა პროექტის ბედი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა. ამ პროექტის შემაჩერებლად დასახელდა ებრაული ლარ–160–ები, რომლებიც ჩილემ შეიძინა. ლარ–160 რაიოზე სუსტია და მოქმედების მცირე დიაპაზონი აქვს მასთან შედარებით, თუმცა მასზე იაფია ჯდება.
რაიოზე დამონტაჟებულია ორი 160 მმ–იანი გამშვები კონტეინერი. ერთი რაკეტის სიგრძე 3,21 მეტრია და 122,5 კგ–ს იწონის. რაკეტის საბრძოლო თავი აღჭურვილია კასეტური (ჰე–ფრაგის ტიპის) ქობინით, რომელიც 49 კილოგრამს იწონის. ეს რაკეტები განკუთვნილია ბრძოლის ველის დასამუშავებლად, ცოცხალი ძალების, მსუბუქად დაჯავშნული ან დაუჯავშნავი სამხედრო ტექნიკის და საფორთიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. მაქსიმალური სროლის სიშორე 45 კმ–ია. რაიოზე სარაკეტო სისტემა ინტეგრირებულია ცეცხლის მართვის ციფრულ ბალისტიკურ კომპიუტერთან. რაიო დაფუძნებულია MAN SX2000 6x6 მძიმე სატვირთოს შასიზე.