"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით

  08:18:56     07-05-2012

მასალა:

ქათამის ხორცი 1 კგ.

ყველი  200გრ.

კარტოფილი  2 კგ.

სტაფილო  0.5 კგ. (სურვილისამებრ)

ხახვი  2-3 თავი

ნიორი  2-3 კბილი

მაიონეზი ან არაჟანი  3 ს/კ.

დაფნის ფოთოლი 1–2ც.

ზეთი შესაწვავად

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

გავთალოთ კარტოფილი და სტაფილო. დავჭრათ მოზრდილი ზომის ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილიან და დაფნის ფოთლიან წყალში 10–15 წუთის განმავლობაში. გადავუწუროთ წყალი და გადავიტანოთ რაიმე სხვა ჭურჭელში. მოათავსოთ ღუმელში შესადგმელ ფოდნოსზე, რომელსაც ცოტაოდენი ზეთი ექნება წინასწარ მოსხმული, ქათმის თეთრი ხორცი ან ქათმის ბარკლები დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ასევე მოვხარშოთ მარილიან და დაფნის ფოთლიად წყალში 5 წუთით. გადავუწუროთ წყალი და გადავიტანოთ ჯამში; ხახვი დაჭერით რგოლებად, მაიონეზში ან არაჟანში აურიეთ ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ საშუალო სისქის თხევადი მასა მიიღოთ. ავურიოთ დანაყილი ნიორი, გავახუროთ ღუმელი 220 გრ-მდე; კარტოფილი და სტაფილო (სურვილისამებრ) გავშალოთ ფოდნოსის ძირზე და ზემოდან მოვაყაროთ ხორცი და ხახვი, თანაბრად გაანაწილოთ. მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და შევდგათ ღუმელში, როცა შეწითლდება, გამოვიღოთ და მოვაყაროთ ყველი და მოვასხათ ნივრიანი მასა, ისევ შევდგათ ღუმელში და შევბრაწოთ.