ნამცხვარი „სოკო"

  08:17:26     07-05-2012

მასალა:

მარგარინი 200 გრ.

შაქარი 2 ჭიქა

კვერცხი 1ც.

არაჟანი 1 ჭიქა

სახამებელი (კრახმალი) 1 ჭიქა

პურის ფქვილი 700–800 გრ.

ცოტა მარილი

სოდა 0,5 ჩ/კ.

ძმარი 1 ჩ/კ.

ვანილი გემოვნებით.

სიროფი:

შაქარი 2/3 ჭიქა

წყალი 4 ს/კ.

გასაფორმებლად:

ყაყაჩოს მარცვლები და შოკოლადი გემოვნებით.

დარბილებულ მარგარინს დავამატოთ შაქარი და კარაგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, კვერცხი, ვანილი, მარილი, სოდა ძმრით ათქვეფილი, სახამებელი, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ელასტიური ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად, ერთი ნაწილიდან გავაკეთოთ 100 ბურთი (სოკოს ქუდები) დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე (ფორმას ცხიმი არ წავუსვათ) და გამოვაცხოთ აირღუმელში, გამოცხობის შემდეგ ჯერ კიდევ ცხელ „ქუდებს" ცენტრში დანის საშულაებით ამოვაჭრათ პატარა სიღრმე რათა შემდეგ დავამაგროთ სოკოს ძირები. ცომის მეორე ნაწილისგან გავაკეთოთ სოკოს ძირები, ერთი მხარე წვრილი უნდა იყოს, ხოლო მეორე მხარე შედარებით მსხვილი, ამისათვის პერგამენტის ქაღალდით გავაკეთოთ მზესუმზირის კოლოფები, შემდეგ  კოლოფებში მოვათავსოთ ცომები, დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ ცოტა გავაცივოთ, შემდეგ წვრილი მხარე დავასველოთ სიროფით და დავამაგროთ გამომცხვარ „ქუდზე", ცოტა გავაცივოთ, შემდეგ ქვედა მხარე ამოვავლოთ ჯერ სიროფში, შემდეგ ყაყაჩოს მარცვლებში, ხოლო ქუდზე წავუსვათ გამდნარი შოკოლადი. მომზადების შემდეგ სოკოები შევინახოთ მაცივარში რამოდენიმე საათით. (სოკოები სიროფის ნაცვლად შეგვიძლია შევაერთოთ ასევე ნებისმიერი ხილის ჯემით).

სიროფის მომზადება:

წყალს დავამატოთ შაქარი, დავდგათ გაზქურაზე და მოვადუღოთ სიროფი.