LvKv 90 - თვითმავალი საზენიტო დანადგარი
09:54:52     04-05-2012
თვითმავალი საზენიტო დანადგარი Luftvärnskanonvagn 90 ან LvKv 90 შეიქმნა 90-იან წლებში. დანადგარი ასევე CV 9040 AA მოდიფიკაციითაც მოიხსენიება. დღესდღეობით, დანადგარები შვედეთის არმიის სამსახურშია (30 ერთეული). ლვკვ-90 აღჭურვილია Bofors L70B-ის ტიპის 40 მმ-იანი ლულით. დანადგარი ისვრის HE-FRAG-ის და AP-ის ტიპის საბრძოლო მასალას. საჰაერო სამიზნეების დაზიანება-განადგურების მაქსიმალური დიაპაზონი სისტემას 4 კმ-ით განესაზღვრება.
დანადგარის მეორადი შეიარაღება შედგება 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევისგან. ლვკვ-90 აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ცეცხლის მართვის სისტემით და რადარით, რომლის “ხედვის” არეც 14 კმ-ია. დანადგარი ასევე აღჭურვილია “მტრის” და “მეგობრის” ამოსაცნობი სისტემებით. LvKv 90-ის რადარს შეუძლია 6 სამიზნე აკონტროლოს ერთდროულად. LvKv 90-ის შუბლა ჯავშანი უძლებს მცირე კალიბრის (23 მმ) ჭურვების მოხვედრას, ხოლო გვერდითა და უკანა ჯავშანი ცეცხლსასროლი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების გაძლებაზეა გათვლილი. დანადგარი ასევე აღჭურვილია ცეცხლის ჩამხშობი და “ნბს” დაცვის სისტემებით. დანადგარი დაფუძნებულია CV 90 IFV-ის შასიზე, აღჭურვილია დიზელის ძრავით, რომელიც 550 ცხენის ძალას ანვითარებს. ლვ-90-ი ამფიბიურია.