კერძი „მამაკაცის ბედნიერება"

  09:11:41     04-05-2012

მასალა:

ღორის ხორცი 500 გრ.

კარტოფილი 500 გრ.

ხახვი 2–3 თავი

გახეხილი ყველი 150 გრ.

მაიონეზი 200 გრ.

ქამა სოკო 300 გრ.

ნიორი 2–3 კბილი

წიწაკა, უცხო სუნელი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ხორცი დავჭრათ საშუალო სისქის ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი და კარგად ავურიოთ, შემდეგ მოვათავსოთ ფორმაზე, ხორცზე მოვათავსოთ ნახევარმთავრისებურად დაჭრილი და ნახევრად შემწვარი ხახვი, ხახვს მოვააყრთ დანაყილი ნიორი, შემდეგ მოვათავსოთ შემწვარი კარტოფილი (კარტოფილს მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და უცხო სუნელი),  კარტოფილზე მოვათავსოთ შემწვრი სოკო (სოკოს მოვაყაროთ წიწაკა და მარილი). გახეხილ ყველს დავამატოთ მაიონეზი, კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასით დავფაროთ სოკოს ზედაპირი და შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, გვაჩეროთ დაახლოებით 10–15 წუთი.