კვერცხის რულეტები
09:10:53     04-05-2012
მასალა:
კვერცხის გული (ყვითრი) 12ც.
რძე 1 ჭიქა
პურის ფქვილი 1 ჭიქა (ძალიან სავსე არა)
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის გულს დავამატოთ რძე, ფქვილი, მარილი და კარგად ავთქვიფოთ. მომზადებული მასა პატარა პორციებად დავასხათ ცხიმდასხმულ ტაფაზე და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. შეწვის შემდეგ გადავახვიოთ რულეტისებურად.