ნამცხვარი „ტვიქსი"
09:10:10     04-05-2012
მასალა:
სოუსი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 125გრ.
თაფლი 30მლ.
ბისკვიტი:
პურის ფქვილი 200გრ.
კარაქი 100გრ.
შაქარი 100გრ.
მინანქარი (გლაზური):
შოკოლადი 300–400გრ.
სოუსის მომზადება:
სგუშონი, კარაქი და თაფლი მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ გაზქურაზე და წამოვადუღოთ, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ კარამელის ფერის მიღებამდე (მიღებული მასა თხელი არ უნდა იყოს).
ბისკვიტის მომზადება:
კარაქს ავურიოთ შაქარი, დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, მომზადებული მასა მოვათავსოთ ფორმაზე და თითებით კარგად დავპრესოთ, გამოვაცხოთ 160* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და დავასხათ მომზადებული სოუსი, ზედაპირი კარგად მოვუსწოროთ და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. გაცივების შემდეგ დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად.