
ზოგი ასე უბერავს...
13:57:48     03-05-2012
ოლიგარქს კი ჰგონია, რომ „არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა“, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. კაცმა რომ თქვას, ის 21 პროცენტიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააგროვა, მაღალი მაჩვენებელია იმ ფონზე, როცა მისი რეიტინგი დღითი დღე ეცემა.
ბიძინას გარემოცვა აგიჟებს (ზოგი ასე უბერავს). ეუბნებიან, რომ მისი რეიტინგი მაღალია. „მე ისეთი ქმარი მყავს...“ - განუცხადა ჟურნალისტებს ერთხელ „ჩემმა ეკამ“. მეტი რა უნდა ბიძინას, როცა ცოლი და გარემოცვა აღფრთოვანებულია, თავადაც იჯერებს.
აბა, ხალხთან შეხება მას არ აქვს, რომ სიმართლე გაიგოს. ერთადერთი საჩხერეში ჩადის. შეხვდება იქ თანასოფლელებს, რომლებსაც წლებია ადამიანების სახე დაუკარგა და დასაქმების ნაცვლად, მუდამ ხელგაწვდილის მდგომარეობაში ამყოფებს.
იქით რომელიმე ჭორვილელი დაიყვირებს ბიძინა, ბიძინაო, აქეთ რომელიმე ქალი ხელზე ეამბორება და რა უნდა მეტი პოლიტიკურად პატარა კაცს. ჭორვილელებმა დაღუპეს ბიძინა. თვეში 200 ლარით და სახლის მწვანე სახურავებით მოხიბლულებმა, იმდენი უძახეს კაცი კი არა ჩვენი ღმერთი ხარო, ამ „ღრმად მორწმუნე“ ადამიანს მკრეხელური განცხადებები გააკეთებინეს.
აბა რა განცხადება იყო, არავინს არის უფრო დიდი ვიდრე ბიძინაო? წარმოიდგინეთ, შალვა ნათელაშვილს ან კობა ხაბაზს დაეფინანსებინა საიმიჯო სტატია, აქვე, რომელიმე მცირეტირაჟიან გაზეთში (დიდტირაჟიანებზე არ ვლაპარაკობთ).
თუნდაც პარტიის კედლის გაზეთში დაწერილიყო: არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე კობა ხაბაზი... არ მოჰყვებოდა ამას, ღრმად მორწმუნეთა რისხვა? თუ მთლად საპატრიარქო არა, ალბათ, რომელიმე მოძღვარიც გამოეხმაურებოდა. ჩაქოლავდნენ...
ბიძინა არ ჩაქოლეს. ისე არ გაიგოთ, ბიძინას ჩაქოლვა გვინდოდეს. პირიქით, ბიძინას ფენომენი კარგად შესასწავლია და ამიტომ ის დიდხანს დაგვჭირდება პოლიტიკური თვალსაჩინოებისთვის, დამწყებ პოლიტიკოსთათვის, მოტივით: „გაითვალისწინეთ მისი შეცდომები, რომ არ დარჩეთ სახტად“. სახტადაა ახლა ბიძინა დარჩენილი.
ეკა ეუბნება „არავინაა შენზე დიდი“, IRI კი უმტკიცებს, რომ გიორგი თარგამაძე, რომელიც ასაკით შვილად ერგება, რომელიც არც მილიარდერია და „ფორბსმა“ მისი არსებობა შეიძლება არც იცის, ბევრად პოპულარულია ხალხში, ვიდრე თავად. აღარაფერს ვამბობთ ხელისუფლების რეიტინგზე, რომელთანაც, კვლევების მიხედვით, ვერც ბიძინა მივა და ვერც თარგამაძე... ამიტომ, ღმერთს ნუ გაეჯიბრებით ოლიგარქო... კისერზე ჯვარი მკიდიაო კი იძახი, მაგრამ ხალხი გკიდია ფეხებზე... შენისთანა ავლილი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი კი არა...
გზას რომ დაადგები, გზაჯვარედინი შეგხვდება, მარცხნივ წახვალ შალვა ნათელაშვილი დაგხვდება, მარჯვნივ წახვალ გიორგი თარგამაძე. პირდაპირ კიდევ კი იცი ვინცააა... ამიტომ, სადაც ხარ, იქ იჯექი, თორემ ხომ ხედავ, გაქვს მილიარდები თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არავინაა უფრო დიდი, ვიდრე ხალხი. დაიმახსოვრე, ხალხია ყველაზე დიდი და არა შენს მიერ ბითუმად ნაყიდი „როსკიპი“ პოლიტიკოსები და სამზარეულოში დამწყვდეული „ჩემი ეკა“.