ტორტი „შავკანიანის ღიმილი“

  08:18:39     01-05-2012

მასალა:

ბისკვიტი:

პურის ფქვილი 3 ჭიქა

კვერცხი 4ც.

შაქარი 500გრ.

მარგარინი 100გრ.

მაწონი 500გრ.

კაკაო 3–4 ს/კ.

სოდა 2 ჩ/კ.

ლიმონმჟავა ჩაის კოვზის წვერით

ვანილი 1ც.

კრემი:

კარაქი ან მარგარინი 250გრ.

სგუშონი 1 ქილა

ვანილი 1ც.

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან, ვანილთან, კაკაოსთან და დარბილებულ მარგარინთან ერთად. ცალკე ჯამში ჩავასხათ მაწონი დავამატოთ ლიმონმჟავა, სოდა, სწრაფად ავურიოთ და  ჩავასხათ კვერცხიან მასაში, ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ–ნელა ჩავყაროთ ფქვილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში, დაბალ ტემპერატურაზე  დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

კრემის მომზადება:

დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი, ვანილი და კვალავ ავთვქიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

ტორტის აწყობა:

გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი გავაცივოთ, გვერდები შემოვუსწოროთ (ჩამოჭრილი ნაწილები დავფხვანათ და შევინახოთ ტორტზე მოსაყრელად), შემდეგ გავჭრათ ორ ნაწილად, ერთ ნაწილს წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფროთ მეორე ნაწილი, წავუსვათ დარჩენილი კრემი და მოვაყაროთ   ბისკვიტის გვერდებიდან ჩამოჭრილი ნაფხვენები.