„მაგდუ, მიეცი ძალა ვალოდიას და მომეცი მოთმინება მე, ბორიას“...

  14:05:43     30-04-2012

ბიძინა ივანიშვილი 26-27 მაისს აქციების გამართვას აპირებს. მის უპრინციპობას საზღვარი არ აქვს, სიტყვას კი - ფასი. ჯერ იყო, ამტკიცებდა, აქციების გზას არ ვამართლებო, ქუჩა მისთვის მისაღები ადგილი არ იყო, ნინო ბურჯანაძეს აქილიკებდა და პოლიტიკას უწუნებდა. 

ეს ქალი, არ მალავდა მაინც, რომ რუსეთის ინტერესებით მოქმედებდა. ღიად მიდიოდა პუტინთან და ღიად აცხადებდა რუსულ გეგმებს.

ბიძინა, მიკროფონიში პროდასავლურ იდეებს ემხრობა და რომ ჰკითხოთ, ევროპის გაოცებას აპირებს, ჩუმად კი, პუტინის სურათთან მალაქიტის ქვებს ალაგებს და რიტუალებს ასრულებს, „მაგდუ, მიეცი ძალა ვალოდიას და მომეცი მოთმინება მე, ბორიას“...

ბიძინა ხედავს, ხალხი ხბოს აღფრთოვანებიდან გამოდის. აღარაა საინტერესო. გაიგო ხალხმა რომ მილიარდერია. აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ქველმოქმედია, არ აინტერესებს გაჭირვებულები და აფინანსებს გამორჩევით, რუსული პრინციპით: „რასაც ხელზე წამისვან, იმას წვერზე წაგისვამ“...

გაუნათლებელია. უჭირს წაკითხულის შინაარსის გადმოცემა და აქვს „ზვიოზე“ უარესად პროვინციული მეტყველების მანერა. ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს. ხან იძახდა უტა რომ პოლიტიკას არ გაკარებოდა, იმიტომ მოვდივარ მეო, მერე უტა ჩამოარბენინა ინგლისიდან, თითქოს ის იყო ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ამოყვანილი რაინდი.

ჯერ ტვინი წაიღო, „ჩემი ეკა“ იქნება ჩემი პარტიის სახეო, მერე ეკა ისევ სამზარეულოში შეაგდო და გაურკვეველი წარმომავლობის ქალი გამოიყვანა, ა, ბატონო, ქალი ხომაა, რა მნიშვნელობა აქვს ეკა ერქმევა თუ მანანაო.

ეს არის ყველაზე უმნიშვნელო ტყუილები, რაც ბიძინასთან დაკავშირებით გავიხსენოთ. ნუ, ახლა, გლობალურ ტყუილებსაც გავიხსენებთ. იყო ასეთებიც. მაგალითად, ვალოდიას დემოკრატია რუსეთში, ხან ახლობელი, ხანაც შორეული ნატო... 9 აპრილი და ლებედი.. 

ბიძინა ისევ ტყუის, 26-27 მაისს რომ ეპატიჟება ხალხს ქუჩაში. იგი ისევე მოიქცევა როგორც ბურჯანაძე. უარესადაც. გამოიყენებს გაჭირვებულ ხალხს და მერე თვითმფრინავით გაიქცევა შორს, თუნდაც მოსკოვში. გზად, რამდენიმე ქართველსაც გადაუვლის (როგორც ბურჯანაძის ესკორტმა გადაუარა) მისი საკუთარი თვითმფრინავი და იტყვის მერე - უბედური შემთხვევა იყოო.

რა, ბურჯანაძის ქმარი თუ გაიქცა, ბიძინას არ აქვს გასაქცევი? კაცი, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს, კაცი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს 9 აპრილს რა მოხდა და 26 მაისის ფასს ვერ ხვდება. მისი პოლიტიკურად უჯიშო გარეგნობის მიღმა, მდაბიო სულია ამოფარებული. მისი ეგოცენტრულობა და გაუნათლებლობა დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან პატარა ადამიანები დიდი ამბიციებით, ყოველთვის ღუპავდნენ მასებს.