მხატვარი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ენით ქმნის (video)

  12:06:09     30-04-2012

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანების უმრავლესობა ბევრ რამეზეა წამსვლელი პოპულარობის სანაცვლოდ. მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ გენიოსები, ნიჭიერი ადმაიანები და პიროვნებები, რომლებიც ხელოვნური, გამოგონილი ნიჭის საშულებით ცდილობენ გახდნენ ცნობათი სახეები.

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკაში არსებობს ქალბატონი, რომელიც მკერდით ხატავს, ჩინეთში ცხოვრობს გოგონა, რომესაც ხელის მტევნები არ აქვს, მაგრამ ფეხის თითებიც უნიკალურად ასრულებენ დაკარგული კიდურების მოვალებას, ასევე არსებობს მამაკაცი, რომელიც საკუთარ სასქესო ორგანოს იყენებს ფუნჯის მაგივრად.

რას არ აკეთებენ ადამიანები იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ...

როგორც მოგეხსენებათ ნახატის შესაქმნელად ადამიანები ხშირ შემთხვევაში ხელის თითებს  იყენებენ, თუმცა ამჯერად უნდა მოგიყვეთ მამაკაცზე, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ენით ქმნის, ანუ მას ენა უწევს ფუნჯის მაგივრობას. საუბარია ინდოელ ანი კაზე.

ერთხელ, როცა იგი მხატვრობასთან დაკავშირებით საკუთარ ნიჭს ხვეწდა, შეიტყო მამაკაცზე, რომელიც ფეხებით ხატავდა და გაუჩნდა სურვილი, უცნაურ მხატვრობაში თავადაც შეეტანა წვლილი. თავიდან იგი ცხვირით დახატვას ცდილობდა, მაგრამ ეს გზა ბანალურად ჩათვალა და ენით ხატვა ამჯობინა. 

ნელ-ნელა ადგილობრივი მედია ანი კაზე ალაპარაკდა და მან სასურველი პოპულარობის მოხვეჭაც შეძლო, ენით ხატვა კი დროთა განმავლობაში მის პროფესიად იქცა.

რა თქმა უნდა მედალიონს ორი მხარე აქვს. მიუხედავად იმისა რომ მხატვარი საკმაოდ კარგ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა, მისი ორგანიზმი ნელ-ნელა ქიმიური დანამატებით იწამლებოდა, ეს კი ორგანიზმისთვის მავნე საღებავების გამო ხდებოდა. თავდაპირველად ექიმებმა მხატვარს პროფესიის შეცვლა ან ფუნჯით ხატვაზე გადასვლა ურჩიეს, მაგრამ დროთა განმავლობაში უცნაური მხატვრის ორგანიზმი ყოველივეს შეეგუა და იგი დღემდე სარგებლობს საკუთარი პოპულარობით.