სომხური ქადა
11:42:07     30-04-2012
მასალა:
ცომი:
მარგარინი 400გრ.
არაჟანი 400გრ.
კვერცხის გული (ყვითრი) 6ც.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
კარაქი 6–7 ს/კ.
შაქარი 2 ჭიქა
პურის ფქვილი 2,5 ჭიქა
მომზადება:
ფქვილს შევურიოთ დაჭრილი მარგარინი, დავამატოთ არაჟანი, 4ც. კვერცხის გული, გამაფხვიერებელი, პურის ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 6 ნაწილად და შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 2 საათით. შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ ცომის ერთ ნაწილი, გავაბრტყელოთ თხლად, შემდეგ ცომის მთლიან ზედაპირზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, გადავახვიოთ რულეტისებურად, კიდეები კარგად შევუკეცოთ (რათა შიგთავსი არ გადმოიყაროს), სპეციალური დანით დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ აირღუმელში. (დანარჩენი ხუთი ცომიც ასევე მოვამზადოთ და გამოვაცხოთ).
შიგთავსის მომზადება:
შაქარს დავამატოთ გამდნარი კარაქი, პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული შიგთავსი გავყოთ 6 ტოლ ნაწილად.