ყველაზე დეპრესიული სიმღერების რეიტინგი (ვიდეო)
15:09:26     27-04-2012
მუსიკა ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მელოდიის გარეშე კი მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობას სიცოცხლე უბრალოდ არ შეუძლია. მუსიკა არის ხელოვნების დარგი, რომელიც თანამედროვე და არა მარტო თანამედროვე მსოფლიოში, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რა თქმა უნდა, ეს დარგი მრავალფეროვანია. იგი საშუალებას გვაძლევს ჩვენს ხასიათს მოვარგოთ სხვადასხვა მელოდიები. შესწევს ძალა ნეგატივი პოზიტივად აქციოს და უარყოფითად დაწყებული დღე უნიკალურად დაასრულოს.
მუსიკა ერთნაირად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. ამა თუ იმ მელოდიით შეგიძლიათ როგორც გამოიკეთოთ, ასევე გაიფუჭოთ კიდეც სახიათი.
ყველაფერთან ერთად ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ იყოთ ინდივიდუალურნი, არ აითვისოთ მხოლოდ პოპულარული, მოუსმინოთ უძველეს ჰიტებს, გაეცნოთ ცნობილ ჯგუფებს, შეიცნოთ მუსიკალური კლასიკა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდებით იმას, თუ რეალურად რა ძალას ფლობს მელოდია.
მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ათასობით სიმღერა იწერება, მელოდია იქმნება და ვიდეორგოლი ეწყობა. თუმცა ამ ათასებიდან და ათი ათასებიდან მხოლოდ რამდენიმეა ღირსი უნიკალური ვუწოდოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ საშუალება გვაქვს მრავალი სიმღერა ვაქციოთ ჩვენთვის სასურველად, სხვადასხვა გამომცემლობები რეიტინგებს ადგენენ, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ ყველაზე პოპულარული, ყველაზე მიუღებელი სიმღერების ჩამონათვალი. ამჯერად კი შემოგთავაზებთ ყველაზე დეპრესიული სიმღერების ტოპ-ათეულს.
“Evereybody hurts” – R.E.M
“Candle in the wind” – ელტონ ჯონი
“The living years” – Mike and the Mechanics
“I will always love you” - უიტნი ჰიუსტონი
„Nothin compares to you” – პრინცი ოკონერი
„Hallelujah” – ჯეფ ბაკლი
„My heart will go on” - სელინ დიონი
„Fix you” – Coldplay
“Seasons in the sun” – ტერი ჯეკსი
„Without you” - ჰარი ნილსონი