ქართული მშვილდ–ისარი

  08:42:53     27-04-2012

მშვილდი უძლიერესი იარაღთაგანია, იგი ჩვენში გვიანი პალეოლითის ხანაში ჩნდება. საქართველოში ერთ–ერთი უძველესი აღმოჩენილი მშვილდი დაახლოებით ჩვენს ერამდე 10 000 წლით თარიღდება. ბრინჯაოს ხანაში საქართველოში ნაპოვნია მშვილდი რომელიც ადამიანის სიმაღლე იყო და არა გადაზნექილი არამედ შეზნექილი, ეს ნიშნავს რომ ბრინჯაოს ხანაში საქართველოში მშვილდი განვითარების მხრივ მაღალ სტადიაში იყო.

სტრაბონის მიერ ცნობილია რომ სვანები ისრებს წამლავდნენ შხამით რომლის სუნი ჯანსაღსაც დატანჯავსო. ასეთ შხამებს ქართველები მსტოვრულ ოპერაციებში იყენებდნენ, ერთი ნაკაწრიც უკვე მომაკვდინებელი იყო.

მშვილდ ისარი საქართველოში მრავალი სახის მასალისგან კეთდებოდა, იყო სამი სახი მშვილდი: მარტივი, რთული და რთულშედგენილი. იყო ასევე ცალტოტა, ორტოტა და სამტოტა მშვილდები. ქართული მშვილდები კეთდებოდა რქისგან როგორც ჯიხვის ასევე თხისგანაც, ასევე იყო უბრალო ხისგან გამოთლილი და დამუშავებული ნაკელში, ღვინოში, ჭვავის ნახარშში. 

რთული მშვილდები შედგენილი იყო რამდენიმე მასალისგან, ხესთან ერთად სიძლიერისთვის დამატებული ჰქონდა ლითონის, ძვლის, რქის ფენები.  სარტყელად  გადაკრული ჰქონდა ძარღვი, მყესი, ან ტყავი. ისრის გაკეთებას სხვა ხელობა ჭირდებოდა, ისარი შედგება ბუნიკის(წვერი) ზროსა(ტანი) და ფრთისაგან, მისი სიგრძე მერყეობდა 60_დან 90 სანტიმეტრამდე ირჩევდნენ  მოწინააღმდეგის ჯავშნის სიძლიერის მიხედვით. ისრის ბუნიკსაც განსხვავებული ფორმა ჰქონდა: როსებრი, ფოთლისებრი, რომბისებრი…. ხანდახან ბუნიკს მოყანყალებულს ტოვებდნენ იმიტომ რომ ისრის ჭრილობიდან ამოღების დროს ჩარჩენილიყო.

ქართველ გამოცდილ მსროლელს წუთში 20 ისრის სროლა შეეძლო, ამიტომ რამდენიმე ოსტატ მსროლელს ათეულობით ცხენოსანი და ქვეითი მეომრის შეჩერება შეეძლო, დღესდღეობით თითზე ჩამოსათვლელია ქართველი მშვილდის ოსტატები.

წყარო