ქათამი ქლიავით
08:13:55     27-04-2012
მასალა:
ქათამი 1ც.
ქლიავი 10ც.
ხახვი 2 თავი
პომიდორი 3–4ც.
წითელი ნახევრადმშრალი ღვინო 200მლ.
თაფლი ან შაქარი 1–2 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი მოვათავსოთ ცეცხგამძლე ჭურჭელში, გარშემო მოვუწყოთ ქლიავი (ქლიავს კურკა გამოვაცალოთ), დიდ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი და ხახვი, მოვასხათ ღვინო, თაფლი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შევწვათ აირღუმელში.