
ბიძინას დავალება ჯონდის...
11:40:34     26-04-2012
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, ბიძინა ივანიშვილის კარზე „მისაღებ გამოცდებში” ისევ ჩაიჭრა. მართალია, „მასხარად“ წოდებული დეპუტატი მთაწმინდის შუშის სასახლეში, აკრედიტაციის გასავლელად, გასული წლის ოქტომბრიდან ძალასა და ღონეს არ იშურებს, მაგრამ ბედი არ სწყალობს. მის მიმართ, ოლიგარქიც სისასტიკეს იჩენს, „საგმირო საქმეების“ ჩადენას სთხოვს. თავის წარმოსაჩენად კი, დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში, პოლიტიკურ მასკარადებს აწყობს. ამის მიუხედავად, „პროვოკატორმა“ დეპუტატმა ივანიშვილის გული მაინც ვერ მოიგო.
ბაღათურიას სცენარები და პოლიტიკური დადგმები აღარც საპარლამენტო ოპოზიციას უკვირს, აღარც უმრავლესობას და აღარც საზოგადოებას, მაგრამ დეპუტატი გუშინ, ისეთ სენსიტიურ თემას შეეხო როგორიც – ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებაა. ბაღათურიამ პლენარულ სხდომაზე, კიდევ ერთხელ განავარდება სცადა და ივანიშვილის გულის მოსაგებად, სომხების გენოციდის აღიარება მოითხოვ. გეგმა ნაცარში, კოვზთან ერთად ჩაუვარდა, რადგან პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის ნაცვლად, მხოლოდ ვაზელინი დაიმსახურა, მოგვიანებით კი სტატუსი – „ბაღათურია ვაზელინი“.
ვინაიდან, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ბაღათურიამ ძალიან კარგად იცის, რომ ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობაში, გასეირნებას ვერ შეძლებს, რის გამოც, თადარიგს იცავს და „ქართული ოცნების“ რიგებში გაწევრიანების მიზნით, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამის ნათელი მაგალითი, მის მიერ, პარლამენტში პროვოცირებული ინციდენტია. ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ბაღათურიას ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება განზრახული არც ჰქონდა, მაგრამ ოპოზიციონერის ბეგ–რაუნდი ვინც კარგად იცის, მისთვის ადვილი მისახვედრია, თუ რაში იყო
პრესა.ჯი–ს ინფორმაციით, ბაღათურიამ ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკური დაკვეთა მიიღო, რომ ეს თემა წინ წამოერია. მოეხდინა პროვოცირება აზერბაინაჯელი და სომეხი დეპუტატებისა. მართალია, ბაღათურიამ იმდენი შეძლო, რომ ორი ერის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ დიპლომატიის მაღალი დონე აჩვენა. ამის შედეგი იყო, რომ აზერ სულეიმანოვი და არმენაკ ბაიანდურიანი ერთმანეთს მკვეთრად არ დაუპირისპირდნენ.
ეთნიკურ ნიადაგზე თემის გააქტიურება, თავის მხრივ, თავად ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა დავალებული. ოლიგარქს ამ საკითხის წამოწევა, ერთ–ერთმა ლობისტთა ჯგუფმა ურჩია, რომელიც თავად ივანიშვილზე მუშაობს. ეს პიარკომპანია კი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში სომხეთის ეროვნულ ინტერესებს იცავს, მათი გენოციდის აღიარების კუთხითაც მუშაობს.
THE WEEKLY STANDARD-ი წერდა ივანიშვილის ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის შესახებ, რომელიც ამავე დროს სომხური ლობიცაა: "ცალკე უნდა გამოვყოთ ერთი ფირმა, როგორც უცნაური არჩევანი. კომპანია Peter Mirjianian Public Affairs, რომელსაც თავისი დემოკრატი ლობისტის სახელი ჰქვია, კარგად არის ცნობილი იმით, რომ ქალაქში სომხეთის ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის, ამერიკის სომხური ეკლესიისა და აშშ-ს სომხეთის ნაციონალური კომიტეტის ინტერესებს.
ივანიშვილის კოალიციას საქართველოში მკვეთრად გამოხატული ანტი-სომხური განწყობები აქვს. გუბაზ სანიკიძემ, ეროვნული ფორუმის ლიდერმა, ივანიშვილის ”ქართული ოცნების” კოალიციის პარტნიორმა განაცხადა, რომ "სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული ეკლესია და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან".
ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თანადამფუძნებელმა, მანანა კობახიძემ ახალი მოძრაობის ანტი-ამერიკული, ანტი-ლიბერალური ფილოსოფია აიტაცა, როდესაც მან (he) დაგმო საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ "ის ცდილობს ასიამოვნოს ამერიკას უმცირესობების დაცვით… ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე– ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?"
ბაღათურიას "სომხური თემა" დავალებული რომ ჰქონდა, დაკვეთილი გამოსვლის შესრულებული მანერითაც გამოჩნდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც ოპოზიციონერი მიხვდა, რომ მეტად მტკივნეულ თემას შეეხო, თემის გადატანა ეკონომიკურ საკითხებზე ერთ წუთში მოახერხა და გამოსვლა დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტზე საუბრით გააგრძელა.
ბაღათურიას სჩვევია თემების განმეორება, პრინციპით „გამეორება ცოდნის დედაა“, რისი მიხედვითაც, ის ხშირად ერთ კონკრეტულ საკითხს, გამოსვლას რამდენჯერმე უძღვნის, მაგრამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, მას კომენტარების გაკეთებაც კი არ მოსდომებია, არათუ საკითხის ხელახლა წამოჭრა.
მაშინ, როდესაც 1990-იან წლებში, სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები იყო განვითარებული, მაშინდელმა პარლამენტმა ის მოახერხა, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არ ჰქონია. პარლამენტი მაგალითია იმისა, რომ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ძალიან მეგობრულად და კეთილგანწყობილად თანამშრომლობენ. ქვეყანაში ეთნიკური კონფლიქტის გაჩაღება კი, მხოლოდ ჩრდილოეთელი მეზობლის ინტერესებში შედის, რომელთანაც კარგად დაახლოებული პირი – ბიძინა ივანიშვილია, ხოლო მასთან დაახლოებას ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ბაღათურია ცდილობს.