კუპატი იმერულად

  09:17:12     26-04-2012

მასალა:

ღორის ხორცი (რბილობი, ზომიერად ცხიმიანი) 700გრ.

ძროხის ხორცი (რბილობი) 300 გრ

ღორის ქონი 100 გრ.

ღორის ნაწლავები 150 გრ.

ხახვი 2 თავი

ბროწეული 1ც.

ნიორი 5–6 კბილი

დარიჩინი მწკივი (სურვილისამებრ)

ცოტა კოწახური

დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

გავასუფთავოთ ნაწლავები. ღორის და საქონლის ხორცი დავჭრათ ძალიან წვრილად, ასევე დავჭრათ ღორის ქონი და ხახვი,ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად. ხორცის ფარშსს ავურიოთ დაჭრილი ქონი, ხახვი, შავი პილპილი, ცოტა დარიჩინი (სურვილისამებრ) და დანაყილი ნიორი. დავასხათ ცოტა ცივი წყალი და ხელით კარგად ავურიოთ  ერთიანი მასის მიღებამდე 7–10 წუთი. მომზადებულ ფარშსს დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები, კოწახური და ისევ ავურიოთ. ღორის ნაწლავები გამოვტენოთ მომზადებული ფარშით. წყალი ჩავასხათ ქვაბში, ავადუღოთ,  ჩავუშვათ კუპატი და გავაჩეროთ 1 წუთი. შემდეგ ავაცვათ გრძელ ჯოხზე და დავკიდოთ ბნელ ცივ ოთახში. კუპატი უკვე შესაწვავად მზად არის. ასეთი წესით მომზადებული კუპატი ინახება 2 კვირა.

(სურვილისამებრ ფარშში შეგვიძლია დავუმატოთ მწვანილები, მაგრამ მწვანილით შეზავებული კუპატი ინახება უფრო ცუდად).