პოეზიის საღამო - მგოსანნი სამღვდელონნი

  08:16:51     26-04-2012

27 აპრილს, პარასკევს,

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში

გაიართება

კავშირ - პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა -

 მგოსანნი სამღვდელონი

 1. მეუფე თადეოზი (იორამიშვილი)
 2. მამა თავმასი (ჩოხელი)
 3. მამა პეტრე (კვარაცხელია)

 დასაწყისი: 18 საათზე

 მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით - http://www.sciencelib.ge/node/64)

 დასწრება თავისუფალია

 გთხოვთ მობრძანდეთ!

პრესა.გე-ს მკითხველს წარმოვუდგენთ მეუფე თადეოზის ერთ ლექსს.

***

იწვის... ანათებს... მზეა... - ჰქვია მზე...
ჩრდილში კი გრილი გრილობს ნიჟარა...
გაგეცინება ადამიანზე,
მაინც რად არის ასე მშიშარა?

თუ უხარია, მალავს სიხარულს,
თუ უჭირს თავი ამაყად მოაქვს,
დრო გამოაჩენს ყველაფერს ფარულს,
რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს.

სხვის გოლგოთაზე შენ ვინ გაგზავნის?
შენ უნდა შენი იტვირთო ჯვარი...
სულს არ უხდება დამჩნევა ბზარის,
არ გამართლდება, როგორც რომ ზარი.