
ტიმოშენკო სცემეს?
14:14:14     25-04-2012
იულია ტიმოშენკო, 21 აპრილს ხარკოვის კლინიკაში კოლონიიდან ძალით წაიყვანეს, მასთან საკანში ძლიერი აღნაგობის სამი მამაკაცი შევიდა, რომლებმაც უკრაინის ექს-პრემიერს პლედი წააფარეს და მის საწოლიდან ძალით გადმოიყვანას ცდილობდნენ, რისი კვალიც, ტიმოშენკოს, სილურჯეების სახით, ეტყობა კიდეც - განაცხადა ტიმოშენკოს პარტიის წარმომადგენელმა, უკრაინის რადას წევრმა სერგეი პაშინსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, პაშინსკიმ ტიმოშენკოსგან წერილი მიიღო, სადაც ძალადობის ფაქტზე წერს. კერძოდ, წერილში ნათქვამია, რომ „…ისინი იყენებდნენ ძალას, რათა გადმოვეყვანე საწოლიდან. მე თავდაცვა ვცადე. მაშინ, პლდეგადაფარებულმა მუცელში მუშტი მივიღე. ტკივილისგან რაღაც მომენტში გავითიშე“ - წერს ტიმოშენკო.
როგორც Internet.ge წერდა, ამის გამო იულია ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა. მასზე ძალადობის ფაქტით კი უკვე დაინტერესდა ამერიკის ელჩი უკრაინაში, ევროკომისია და გერმანიის ბუნდესტაგი, რომლის დეპუტატებმაც ტიმოშენკოს სასწრაფოდ გერმანიაში გადაყვანა და იქ მკურნალობის დაწყება მოითხოვეს.