სასარგებლო რჩევები დამწყები მხატვრებისთვის
12:06:45     25-04-2012
ყველამ კარგად ვიცით, რომ რაიმე ჩვევების ჩამოყალიბება უფრო მარტივია, ვიდრე მათგან განთავისუფლება. ამიტომ კარგი იქნება თუ ადამიანი სანამ რაიმე ჩვევას ჩამოიყალიბებს, მანამდე კარგად დაფიქრდება წაადგება ეს ჩვევა მას თუ პირიქით, ავნებს მის ცხოვრებას. ქვემოთ კი ჩამოთვლილია რამდენიმე ჩვევა, რომელიც აუცილებელია დამწყები მხატვრებისთვის.
პირველი: სამუშაო გარემო და კომფორტი...
გარკვეული დრო დახარჯეთ თქვენთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. შეარჩიეთ სამუშაოდ ის დრო, როცა თქვენთვის მუშაობა სიამოვნების მომტანი იქნება. რთულია შექმნა ნახატი, როცა მუდმივად გიყურებენ და თქვენს მუშაობას აკონტროლებენ. მსგავსი სიტუაციის შედეგი კი შესაძლოა სავალალო იყოს, ამიტომ კარგი იქნება თუ სამუშაო გარემოს იქ შეიქმნით, სადაც ნაკლები ნაცნობები ტრიალებენ.
მეორე: ხატვისთვის აუცილებელი ნივთების სისუფთავე და წესრიგი...
პროფესიონალებისთვის ეს ყოველდღიურობად არის ქცეული და დიდ ყურადრებასაც არ უთმობენ, მათ ინსტიქტურად მოჰყავთ წესრიგში ყველა საჭირო ნივთი. ახალბედები კი ამ ფაქტორს საერთოდ არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას. მხატვრისთვის საჭირო ნივთებს კი დიდი მოვლა ესაჭიროება. აუცილებელია ჩამოიყალიბოთ თვისება, რომელიც საშუალებას მოგცემთ აღნიშნული ნივთები მუდამ სუფთად ინახებოდნენ.
მესამე: ნამუშევრების შენახვა...
ეს თვისება გულისხმობს ნებისმიერი ნახატისა თუ დაუსრულებელი ესკიზის შესაბამის ადგილას შენახვას. აუცილებელია თქვენს ნამუშევრებს პატივი სცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. თუ თავად არ დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილზე, მაშინ არც სხვები გაგიწევენ ანგარიშს. თქვენი ნახატებისთვის თუ ესკიზებისთვის აუცილებლად გამოყავით ცალკე თარო. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ზომისაა თქვენი ხელოვნების ნიმუშები.
მეოთხე: მინაწერები და ჩანაწერები...
საკუთარ ნამუშევრებზე საკუთარი ინიციალებისა თუ ზედმეტი სახელის მითითება აუცილებელი პირობაა. ასვე შეგიძლიათ თქვენთვის აწარმოოთ ჩანაწერები და აღნიშნოთ თუ რა დრო დაგჭირდათ ამა თუ იმ ნამუშევარის შესაქმნელად. ეს საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ საკუთარი თავი და გაიაზროთ, თუ რამდენად სწრაფად ახერხებთ განვითარებას.
მეხუთე: ესკიზები და ჩანახატები...
კარგი იქნება სანამ ძირითადი ნახატის შექმნას შეუდგებით, მანამდე რამდენიმე ესკიზი და ჩანახატი შექმნათ, ეს საშუალებას მოგცემთ საბოლოოდ ჩამოაყალიბოთ და წარმოიდგინოთ თქვენი ნამუშევარი. შეგეძლებათ შეცვალოთ გარკვეული დეტალები და იცოდეთ, რომ შედეგი უნიკალური იქნება.
მეექვსე: აჩვენეთ თქვენი ნამუშევრები ადამიანებს...
არ შეუშინდეთ კრიტიკას. აჩვენეთ თქვენი ნამშევრები ადამიანებს და მიეცით საშუალება შეგაფასონ. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია და ეცადეთ პროფესიონალების რჩევებიც გაითვალისწინოთ. სხვანაირად ვერ განვითარდებით და ძალიან დიდი ხნის მანძილზე მოგიწევთ ერთ დონეზე დარჩენა.