წიწილები არაჟანში

  09:21:55     25-04-2012

მასალა:

წიწილა 2ც. (თითო 800 გრამიანი)

არაჟანი 10 ს/კ.

1ც. ლიმონის წვენი

როზმარინი (დაჭრილი) 2 ს/კ.

ცოტა ხმელი მაიორანი

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.

მომზადება:

გასუფთავებული წიწილები გავრეცხოთ, გავაშროთ, წიწილებს გავუჭრათ მკერდის ძვალი და კანი დავუსეროთ რაც შეიძლება ბევრ ადგილზე. 5 ს/კ. არაჟანს დავამატოთ, როზმარინი, მაიორანი, მარილი პილპილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა წავუსთ წიწილებს როგორც მთლიან ზედაპირზე ასევე დასერილ ადგილებშიც, შიგნითა მხარეს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მომზადებული წიწილები შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან, შემდეგ მოვათავსოთ ღრმა ფორმაზე, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და გავაჩეროთ 15–20 წუთი. ტაფაზე რომელშიც წიწილები იწვებოდა მოვათავსოთ დარჩენილი არაჟანი, დავამტოთ ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ სოუსი. მომზადებული სოუსი მოვასხათ შემწვარ წიწილებს.

წყარო