სვანური მარილი

  09:20:39     25-04-2012

1 ჭიქა უცხო სუნელი
1 ჭიქა ქინძი
1/2 ჭიქა კამა
1/2 ჭიქა ყვითელი ყვავილი
250 გრამი გატარებული ნიორი
1/2 ჭიქა წიწაკა
1 კგ მარილი
და რაც მთავარია, მთის ძირა (სვანეთში დაკრეფილი)

ნიორი ისე, გემოვნებით, ზოგი მეტს უმატებს, ზოგი ნაკლებს (აქედან, მშრალი და სველი მარილი). სუნელები, რა თქმა უნდა, ყველაფერი წვრილად დაფქვილი უნდა იყოს. მარილი უმჯობესია მსხვილი იხმაროთ და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ კი გაატარეთ წვრილ ბადიან საკეპ მანქანაში ორჯერ.