ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ტოპ ათეული
08:47:12     25-04-2012
THAAD 550
ამერიკამ სულ ცოტა ხნის წინ შექმნა Thaad ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად.. ეს სისტემა ამერიკის შეერთებულის შტატებმა მიიღო შეიარაღებაში 2008 წელს. მას შეუძლია 200 კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი ობიექტის განადგურება, ხოლო სიმაღლის დიაპაზონია 150 კმ.. მისი თითოეული რაკეტა იწონის 837 კილოგრამს. მას ასევე ამერიკელებმა შეარქვეს “მკვლელი მანქანა”.. THAAD ერთი ბატარიის ღირებულება არის 310 მილიონი დოლარი.
S-300
C-300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო დანადგარის შექმნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო თავდაპირველად ეს საზენიტო კომპლექსი უნდა ყოფილიყო როგორც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისათვის, ასევე სახმელეთო ჯარების საჯარისო–საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო ხომალდების ჰაერიდან თავდაცვისათვის. სხვადახვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობამ საბოლოოდ თავ–თავაინთი ვარიანტი მიიღეს შეიარაღებაში. ამ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის ყველა მოდიფიკაციისათვის დამახასიათებელია საზენიტო რაკეტის შვეულად გაშვება. კონტეინერიდან რაკეტას დენთის აკუმულატორი 25-30 მეტრის სიმაღლეზე ამოისვრის, რის შემდეგაც ირთვება თავად რაკეტის ძრავი, ხოლო აირდინამიკური საჭეები რაკეტას სასურველ მიმართულბას აძლევენ. ს-300 შეუძლია 150-200 კმ რადიუსში ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტი ხოლო სიმაღლის დიაპაზონი 47 კმ
Antey 2500
Antey 200 ეს არის ს-300 ერთ-ერთი მოდიფიკაცია რომელიც ცნობილია როგორც ს-300 ვმ მწარმოებელი რუსეთი. შეიარაღებაში მიიღეს 1999 წელს მისი ღირებულებაა 120 მილიონ რუბლი. მას შეუძლია 250 კმ რადიუსში ნებისმიერი მფრინავი ობიექტის განადგურება რო გორც თვითფრინავის ასევე ბალისტიკური რაკეტების.
S-300PMU
მწარმოებელი რუსეთი. S-300PMU შეიარაღებაში მიიღეს 1999 წელს ეს იყო პირველი სისტემა, რომელიც ინტეგრირებულიასხვადასხვა რაკეტების ერთ პლატფორმაზე. -300PMU-1 შეუძლიათ გამოიყენონ ორი ახალი რაკეტები, 9M96E1და 9M96E2.S-300PMU-1, როგორც წესი, იყენებს 83M6E მართვისა და კონტროლის სისტემას. იგი შეიაქმნა “დიდ ჩიტებზე” სანადიროდ ასევე ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად მას შეუძლია 2500კმ რადიუსზე ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტი.
Patriot Pac
მწარმოებელი აშშ. Patriot Pac1/2/3 არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რომელიც აღჭურვილია sprint-ის რაკეტებით. Patriot-ის გულს მრავალფუნქციური რადილოკაციური სადგური AN/MPQ-53 წარმოადგენს. ის პრაქტიკულად სრულად ავტომატიზირებულია და მას მხოლოდ ორი ოპერატორი ემსახურება. იმ შემთხვევაში თუ სამიზნე 50-100მ-ის სიმაღლეზე იმყოფება, სადგურს მისი აღმოჩენა 30-50კმ-ის დისტანციაზე შეუძლია, 1000-10000მ-ის შემთხვევაში კი – 170კმ-ზე. კომპლექს Patriot-ის მიერ სამიზნის განადგურების მაქსიამალური დისტანცია 80 კმ-ს შეადგენს, მინიმალური კი 3 კმ-ს. სიმაღლის მიხედვით კი კომპლექსი 24 კმ-ზე წვდება მიზანს, მოქმედების მინიმალური სიმაღლე კი – 0.06 კმ-ია.
S-400
ს-400 არის ბოლოთაობის ATBM სისტემა რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ს-300 დას-200 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. რუსული წყაროების მიხედვით მას შეუძლია ერთდროულად გაანადგუროს 6 სამიზნე 400-კმ რადიუსში. ასევე ს-400 შეუძლია ჩამოაგდოს სტელსის თვითფრინავი. რუსი სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ რო ს-400 აშშ MIM-104 Patriot სჯობს.
Aegis Combat System
მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატები. Aegis სისტემა ერთ-ერთი უძლიერესი სისტემაა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში . aegis სისტემა შეიქმნა საზღვაო ძალების დასაცავად იგი აღჭურვილია ულტრა თანამედროვე array სარადარო სისტემით. Aegis ასევე აშშ სამხედროებმა მას შეარქვეს “ფლოტისფარი” მას შეუძლია 190კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი მფრინავი ობიექტის განადგურება.
Arrow System
მწარმოებელი ისრაელი. Arrow System შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების და თვითფრინავების გასანადგურება მას შეუძლია 300 კილომეტრის რადიუსში მფრინავი ნებისმიერი ობიექტი გაანადგუროს ხოლო სიმაღლის დიაპაზონი 60კმ. მისი ღირებულებაა200 მილიონი დოლარი.
MEADS
აშშ,იტალიის და გერმანიის ერთობლივი ნაწარმია MEAD ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რომელიც ჩაანაცვლებს hawk და პატრიოტს.MEAD 2014 წელს შევა შეიარაღებაში .. ეს დანადგარი გამოირჩე თავისი სიზუსტითა და მობილურობით იგი აღჭურვილია PAC-3 hit “მკვლელი რაკეტებით” რომელიც შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად.
Laser Testbed
Boeing YAL-1 დამონტაჟებულია Laser Testbed იარაღის სისტემა მეგავატიკლასის ქიმიური ჟანგბადის იოდის ლაზერული (COIL) რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განადგურები სთვის . 2010 წლის იანვარში მოხდა Laser Testbed გამოცდა რომელმაც წარმატებით დასძლია წინააღმდეგობა მან გაა ნადგურა 2 ბალისტიკური რაკეტა.