ბერეზოვსკი, პუტინის დაჭერისათვის, 50 მილიონს იხდის

  17:45:38     24-04-2012

პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ვლადიმერ პუტინის, როგორც „განსაკუთრებულად საშიში დამნაშავის“ დაჭერისათვის ფულად ჯილდოს აწესებს. ჯილდოს ოდენობა შემთხვევით არ შეურჩევია. ეს ის თანხაა, რაც ლიბიელმა მეამბოხეებმა თავისი „შეურაცხადი პოლკოვნიკისთვის, ჩვენი ქურდი-პოლკოვნიკის ძმის“ მუამარ კადაფისთვის დააწესეს მისმა მოწინააღმდეგეებმა - 1 690 000 დოლარი (50 მილიონი რუბლი).

„მე მჯერა, ის, რისი გაკეთებაც ლიბიის ხალხმა შეძლოა - ტირანის ჩამოგდება, რუს ხალხსაც შეუძლია“ - წერს ბერეზოვსკი Facebook-ზე და დასძენს, რომ ჯილდოს პრეტენდენტები შეიძლება პუტინის გარემოცვის წევრებიც გახდნენ. ოლიგარქი ამბობს, რომ სარგებლობს ადამიანის უფლებით საყოველთაო დეკლარაციით მინიჭებული უფლებით (რაზეც ხელი რუსეთსაც აქვს მოწერილი) და უკიდურესი ზომის სახით „ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებისკენ“ მოუწოდებს. ბერეზოვსკის აზრით, 7 მაისს, თავისი ინაუგურაციის დღეს, პუტინი აპირებს ჩაიდინოს დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 278 მუხლშია გაწერილი - „ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიტაცება“.

„დანაშაულის თანამონაწილეები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მისი ხელმზღვანელის, ჩუროვის თაოსნობით, რომლებმაც უკანონოდ დაარეგისტრირეს პუტინი კანდიდატად, იქნებიან ისინიც, ვინც პუტინს ფიცის დასადებად მიიყვანს, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზორკინი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ნარიშკინი და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი მატვიენკო“ - წერს ის.

ბერეზოვსკი დარწმუნებულია, რომ მისი მოწოდება გენერალურ პროკურატურას არჩევანის წინაშე აყენებს: სცნოს პუტინი სახელმწიფო დამნაშავედ და გამოწეროს ორდერი მის დაკავებაზე, ან თავად მას, როგორც მიმართვის ავტორს წაუყენოს ბრალდება და მისი ექსტრადიცია ხელახლა მოსთხოვოს დიდ ბრიტანეთს. ამის შემდეგ, ბრიტანეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - გადასცეს ან არ გადასცეს ის მოსკოვს, რაც ერთ-ერთ შემთხვევაში, სწორედ ვლადიმერ პუტინის დამნაშავედ აღიარებას ნიშნავს.

ოლიგარქი სინანულს გამოთქვამს, რომ გასაგები მიზეზების გამო თავად ვერ მიიღებს მონაწილეობას „პუტინის დაჭერის ღონისძიებებში“ და ამიტომაც, თავისი წვლილი შეაქვს ამ „საერთო საქმეში“ და ფულად ჯილდოს აწესებს. თანაც, განმარტავს, რომ „ძალის გამოყენებით, მცდელობა, არ შეუშვან პუტინის კორტეჟი 7 მაისს კრემლში და დააპატიმრონ ის, არ ხვდება სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის ქვეშ, რადგანაც ეს არის ქმედება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისათვის“.