პარლამეტში პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

  13:12:54     24-04-2012

პლენარულ სხდომაზე ტრიბუნასთან დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გამოდიოდა, რომელიც თურქეთში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა. მან აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში ქართველების გაყიდვა ხდება.

ბაღათურიამ სხდომაზე კითხვა დასვა: “ საქართველოს პარლამენტს სომხებმა გენოციდის აღიარება, რომ სთხოვოს რას აპირებთო“, რასაც  აზერბაიჯანელი დეპუტატის აზერ სულეიმანოვის აღშფოთება მოჰყვა, დეპუტატმა აღნიშნულ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და შემდეგ ბაღათურიას ტრიბუნისკენ გაემართა. 

მმართველმა გუნდმა პარლამენტის აზერბაიჯანელ დეპუტატს მხარი დაუჭირა და უმრავლესობის წევრები ჯონდი ბაღათურიასთან მიიჭრნენ. უმრავლესობის წევრებს შორის განსაკუთრებით აკაკი ბობოხიძე აქტიურობდა, რომელმაც ოპოზიციონერისკენ ფიზიკურად გაიწია. ბაღათურიამ რამდენი წუთით სიტყვა შეწყვიტა, მას შემდეგ კი, რაც მან სიტყვა გააგრძელა თემა ეკონომიკურ საკითხებზე გაადაიტანა.