ივანიშვილი: რატ ა აა სწო, თქვე ამბბთ რო, ძალადბით აიძუეს?... როგორი ვაკხივალალაია...

  11:59:45     24-04-2012

მსგავსი უწიგნურობა არ გენახოთ..  უკვე, მომხრეებსაც  ამოეწურათ  მისი გამართლების რესურსი..   უკვე, იმაზე აღარ არის საუბარი, ილია აკაკიში აერია თუ   რომელიმე კლასიკოსის ფრაზა ვერ დაასრულა... საცოდაობაა, საცოდაობა და დანაშაულიც,  ამ კაცის გაპრემიერება...

გაუნათლებელი ადამიანი უნახავს  მსოფლიო პოლიტიკას.  ქართულს მითუმეტეს..  სხვებიც  ისროდნენ უაზრო ფრთიან ფრაზებს...  ენაც ებმებოდათ,  კლასიკოსებიც ერეოდათ, სათქმელიც ავიწყდებოდათ, მაგრამ  სუუულ? 

დაასახელეთ ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ასე საშინლად მეტყველებდა ქართულად.. გავიგეთ, რომ ამ კაცმა მილიარდები იშოვა... როცა მასზე უწიგნურს დაასახელებთ, ბარემ იმის ახსნასაც შეეცადეთ, როგორ შეძლო ამ უვიცმა მილიარდების დაგროვება..

სამასი წლის იყო შევარდნაძე, რუსეთუმეც იყო, სამშობლოც გაყიდა, ხალხი სატანას და თეთრ მელას ეძახდა... გახსოვთ ვინმეს, სამასი წლის კაცს, ასე არეულად ელაპარაკოს. ნუ, ერთხელ კი თქვა მიხეილ მაჭავარიანზე, მიხეილ ჭიაურელიო, მაგრამ ქართული ენა ასე დაემახინჯებინოს? თქვენ თუ არ გახსოვთ ნატო ონიანს ჰკითხეთ..

სისხლისმსმელი და ტირანი იყო ასლან აბაშიძე. მისი მშობლიური ენა საერთოდ რუსული უფრო იყო... მაგრამ ასლანა რომ ასლანაა, იმას არ უკადრებია  ასე სამარცხვინოდ,   დაულაგებლად ელაპარაკა.. 

საფლავში ტრიალებს ალბათ მუხრან მაჭავარიანი - „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა... რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს... ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს...“.

იმ ჭორვილაში, ეს ოჯახაშენებული  რომ იძახის ჯორჯ ორუელს ვკითხულობდით მე და ეკაო... იქვე არ იყო  საჩხერელი მუხრანი? ჯერ მუხრანი წაეკითხა და მერე ეთხოვა   ახლა წამიკითხეთ ორუელიო... ან ვინ ჩვენი ცოდვით სავსემ წაუკითხა ამას ორუელი...  ან ვინ ოხერმა მოუნიშნა  ილიას და აკაკის  შემოქმედებიდან, ამხელა ციტატები. ცალკე ეს კაცი დაიტანჯა და ცალკე ქართველი დედები. უკვე ტელევიზორებს რომ თიშავენ, ბიძინას გამოჩენისას...

დაიტანჯა მომხრეც და მოწინააღმდეგეც,  მთლიანი წინადადებების შემადგენელი სიტყვების, მხოლოდ პირველი მარცვლების მოსმენით. ლოგოპედი რა გახდა, ერთი ლოგოპედი.. მაგალითად: რატ  ა აა სწო, თქვე ამბბთ რო, ძალადბით აიძუეს?...“ ანუ ბიძინას სურდა ეთქვა : „რატომაა არასწორი, თქვენ ამბობთ, რომ  ძალადობით აიძულეს...?“

ერთხელ  უთქვამს, სამწუხაროდ, არც ერთი ენა არ ვიცი წესიერადო.. როცა ენის სწავლას ვიწყებდი, მაშინ მიწევდა სხვა ქვეყანაში გადასვლა და სხვა ენაზე გადართვაო.. გვესმის.. ჩვენც ადამიანები ვართ და გვესმის, მაგრამ თავადაც გაგვიგოს..  სულ დამუნჯდითქო ამას როგორ  ვიკადრებთ..  ვიცით რომ გეჯავრებით მთელი საქართველო და ქართველები, ვიცით რომ  თაობების ბოღმა გახრჩობთ, რამდენიმე თაობის ქართველობას ვერ იტანთ მიზეზთა და მიზეზთა გამო, მაგრამ ჩვენმა საბრალო შვილებმა რა დაგიშავეს.

მათ არც გამოხეული შარვლის გამო დაუცინიათ თქვენთვის და არც საქართველოდან გაუგდიხართ.. საერთოდ არ იციან თქვენი არსებობის შესახებ და ისინი მაინც დაზოგეთ.. 

ნუ  მოასმენინებთ თქვენს ქართულს ბავშვებს..  დარჩით სახლში და  როცა რაღაცის თქმა მოგინდებათ,  ეკას დაელაპარაკეთ, ან  საკუთარ თავს ეჩურჩულეთ... ხომ აპირებდით წერის დაწყებას. ჰოდა,  წიგნად დაწერეთ, წიგნად... ოღონდ გაჩუმდით...  

ვიდეო იხილეთ აქ: http://www.itv.ge/?m=16&CID=22218