ცხარე ბუტერბროდი
08:54:13     24-04-2012
მასალა:
პური 4–5 ნაჭერი
ყველი 200 გრ.
კვერცხი 2 ც.
ზეთი შესაწვავად
მწვანე ხახვი, ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ყველი გავხეხოთ, შემდეგ დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასა მოვათავსოთ პურის ნაჭრებზე და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.