სალათი „მწყერის ბუდე"
06:48:42     23-04-2012
მასალა:
500გრ. ქათმის ფილე
5ც. კვერცხი
500გრ. კარტოფილი
100გრ. ხახვი
250გრ. კიტრი
კამა, მარილი და მაიონეზი გემოვნებით
მცენარეული ზეთი
3–4 მწყერის კვერცხი გასაფორმებლად.
მომზადება:
მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა, კიტრი, მოხარშული კვერხი ასევე წვრილად დაჭრილი, შემწვარი კარტოფილი "ფრი" (ცოტა კარტოფილი შევინახოთ გასაფორმებლად), მოვაყაროთ მარილი გემოვნებით, ავურიოთ მაიონეზი, მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე და გავაფორმოთ შენახული კარტოფილით მწვანილით და მწყერის კვერცხით.