
ინტერნეტის ძალა - როგორ ებრძვის ბლოგერი ნავალნი პუტინს...
23:25:49     22-04-2012
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ვლადიმირ პუტინმა რეპრესირებული რეჟიმი შექმნა, რომელიც საუკეთესოდ ფარავს ინფორმაციას საკუთარი დიქტატორული პოლიტიკის მეშვეობით. როგორც დასავლური პრესა წერს, ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ღიად და ყოველგვარი შიშის გარეშე ალექსანდ ნავალნი იბრძვის, იგი უკვე შერაცხეს „საინფორმაციო დისიდენტად“. იგი საუბრობს კორუფციაზე და უსამართლობაზე, შედეგად კი საკმაოდ დიდ გამოხმაურებასაც იღებს.
ნავალნიმ შემთხვევით არ მოიხვეჭა მსგავსი პოპულარობა რუსეთის ოპოზიციონერებს შორის. იგი მრავალი წლის მანძილზე დაკავებული იყო და ამჯერადაც დაკავებულია აქციებისა თუ დემონსტრაციების ორგანიზებით. ნავალნი საკუთარი პროფესიონალიზმითა და კატეგორიულობით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი თანამედროვე ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს ფლობს. სწორედ მისი მჭევრმეტყველებისა და გონებაგამჭრიახობის წყალობით, პუტინის „ედინაია როსიას“ სამუდამოდ დაერქვა „ქურდებისა და მატყუარების პარტია“.
ნავალნიმ კარგად შეითვისა ბლოგერისთვის საჭირო ხელოვნება და სოციალური ქსელები, რომელთა გამოყენებაც ოპოზიციონერებს უწევთ. ეს კი იმის გამო ხდება, რომ მათ ძირითად მედიასაშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ. მათი ერთადერთი იარაღი სწრაფად მზარდი აუდიტორიაა, რომლებიც ოპოზიციონერებს უჭერენ მხარს.
დღეისათვის, პუტინის მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა 60 მილიონ რუსეთის მოქალაქეს შეადგენს. ეს კი რუსეთის მოსახლეობის 44 პროცენტს გულისხმობს. ნავალნის მხარდამჭერები ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები არიან. ადამიანები, რომელთა ხელშიც არის ძალა და ბრძოლის უნარი.