
სმოლენკის კატასტროფა ომის გამოცხადებასთან გააიგივეს
07:11:56     21-04-2012
„ჩვენ ომს არ ვაპირებთ, მაგრამ ვიბრძოლებთ სიმართლისათვის“ - ასეთი განმარტება გააკეთა სმოლენსკის კატასტროფაში 2010 წელს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ ,იაროსლავ კაჩინსკიმ ანტონ მაჩერევიჩის განცხადებაზე. მაჩერევიჩი პოლონეთის სეიმში იმ კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც სმოლენსკის კატასტროფის გარემოებებს იკვლევს. მან განაცხადა, რომ ამ კატასტროფით პოლონეთს „ომი გამოუცხადეს“.
ეს განცხადებები კრაკოვში გაკეთდა, სადაც პარტია „უფლება და სამართლიანობა“, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დაკრძალვიდან 2 წლისთავს აღნიშნავდა. პარტიის ლიდერიც დარწმუნებულია, რომ „მანამდე, სანამ პრეზიდენტს მოკლავდნენ სმოლენსკთან, მას ჯერ პოლონეთში უღალატეს“.
ჟურნალისტის კითხვა ზე - ვინ მოკლა, ან ვინ უღალატა პოლონეთის პრეზიდენტს, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ის დღეც დადგება, როცა ეს გვარები ცნობილი გახდება. და ეს სასამართლოს დარბაზში მოხდება. იმავეს ამბობდა ანტონ მაჩერევიჩიც: „გადავცემთ სასამართლოს. წავუყენებთ ბრალდებებს. და ავაშენებთ დამოუკიდებელ პოლონურ სახელმწიფოს“. მაჩერევიჩი ის პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ივარაუდა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტის შედეგად მოხდა.
ახლა ის დარწმუნებულია ამ ვერსიაში და ხაზგასმით ამბობს, რომ მათთვის ცნობილია ფაქტები, - ყველა ფაქტი… კრაკოვში სიტყვით გამოსვლამდე, მაჩერევიჩისა და კაჩინსკის განცხადებები უფრო ახლოს იყო კონკრეტიკასთან. „ეს ჩვენს წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა“ - ასე შეაფასა სმოლენსკის კატასტროფა მაჩერევიჩმა, კაჩინსკიმ კი აღნიშნა, რომ „არ ვგეგმავთ ომს, მაგრამ ვერ ავიტანთ უბადრუკ სიმხდალეს.
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის“. კაჩინსკის ლოზუგმა უკვე ასეთი სახე მიიღო: „თავისუფალი პოლონეთი - მისი საგარეო მტრების გულის გასახეთქად“... „მტერი“, „ღალატი“, „კოლაბორაციონიზმი“, „დანაშაული“, „ომის გამოცხადება“ - ეს ის სიტყვებია, რომლის გამოც პოლონეთის მმართველმა პარტიამ „სამოქლაქო პლატფორმამ“ საფრთხე დაინახა და პროკურატურას ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.