ქართული ჩუქურთმა
06:32:36     21-04-2012
ქართული ტაძრები ჩუქურთმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მათ შორის არის ანანურის ტაძრის რელიეფი,რომელსაც საკმაოდ რთული აგებულების ჩუქურთმა ამშვენებს
სვეტიცხოვლის დასავლეთ ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ფასადის ამაღლებული ნაწილის ფართო დეკორატიული თაღი ნახევარსვეტებს ეყრდნობა. ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტული, დეკორატიული მორთულობა. ჩუქურთმა მრავალფეროვანია, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნვ სიმეტრიულადაა გამოსახული დიდი ზომის დეკორატიული ვაზები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც ინარჩუნებს ინდივიდუალობას. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება
აგრეთვე აღსანიშნავია სამთავისის ტაძრის რელიეფი,რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლადაა მიჩნეული, ტაძარი მდებარეობს მდინარე ლეხურას მარცხენა სანაპიროზე,სოფელ სამთავისში.
გასაოცარია ის ულევი ფანტაზია,რომელიც ქართველ ოსტატებს ჰქონდათ..