სალათი „ტიტები"

  09:40:23     20-04-2012

მასალა:

პომიდორი 9ც.

მწვანე ხახვის ღერო 9ც.

კამა გასაფორმებლად.

შიგთავსი:

ყველი 200გრ.

მაიონეზი და ნიორი გემოვნებით.

მომზადება:

პომიდორი ჩავჭრათ ჯვარედინად (ბოლომდე არ ჩავჭრათ), ამოვაცალოთ რბილობის ნაწილი, შემდეგ ფრთხილად ამოვჭრათ პომიდორს ქვედა მხრიდან ღეროს დასამაგრებელი ადგილი. პომიდორი ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით, ქვედა მხრიდან დავამაგროთ ხახვის ღერო და გავაფორმოთ კამის ფოთლებით.

შიგთავსის მომზადება:

ყველი გავხეხოთ, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მაიონეზი და კარგად ავურიოთ.

წყარო