აშშ-ის ელჩი ავღანეთში: თავდასხმების უკან, „ჰაკანის“ დაჯგუფება დგას

  09:16:39     20-04-2012

აშშ-ის ელჩმა ავღანეთში განაცხადა: უდავოა, რომ პაკისტანში დაფუძნებული „ჰაკანის“ დაჯგუფება დგას ავღანეთში ბოლო ხნის თავდამხმების უკან.  15 აპრილს განხორციელებული ერთდროული იერიშის დროს, ქაბულსა და სამ სხვა პროვინციაში, დაიღუპა 36 მეამბოხე,  რვა ავღანელი სამხედრო და სამი მოქალაქე. მართალია, თალიბანმა იკისრა მომხდარზე პასუხიმგებლობა, რაიან კროკერი ბრალს „ჰაკანის“ დებს.  ჰაკანი თალიბანთა დაკავშირებული ჯგუფია, მასში 4000-მდე მებრძოლი ირიცხება.

რადიო „თავისუფლება“