
რატომ მალავს ბიძინა (ბორის) ივანიშვილი თავის ნამდვილ გვარს?
16:44:34     19-04-2012
ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, მანამდე უჩინარი მილიარდერის ფარული ფობიებისა და „უცნაურობების“ შესახებ ხალხმა უკვე საკმარისად შეიტყო.
ერთ-ერთი საინტერესო დეტალი მისი ბიოგრაფიიდან კი ისიც არის, რომ ოლიგარქის ზუსტი გვარი საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში, ოლიგარქმა, რუსულთან შესაბამისობაში მოსაყვანად და კეთილხმოვანებისათვის, საკუთარ გვარში ერთი ასო შეცვალა.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის უფლებაა, გვარის თუ სახელის შეცვლა ან გადაკეთება, თუ მას ამის სურვილი გაუჩნდება, მაგრამ ამ ინფორმაციას, ბიძინას გუნდი რატომღაც ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.
ამ თავგანწირული მტკიცების მიზეზი და მიზანი საზოგადოებისათვის გაუგებარი და გაურკვეველი დარჩა.
ბიძინას მეზობლებმა და თანასოფლელებმა კი მშვენივრად იციან, რომ ოლიგარქი ადრე გვარად ივანაშვილი იყო და ამ დეტალს გაუგებარი მოტივაციით, რატომღაც მთელი მონდომებით მალავს.
ზეპირსიტყვიერებას რომ თავი დავანებოთ, არსებობს ხილული „ნივთმტკიცება“ - ივანიშვილის მამის საფლავი (სოფელ ჭორვილის ეკლესიის ეზოში), სადაც მილიარდერის მშობლის გვარი სწორედ ივანაშვილად არის მითითებული.
შუშის სასახლის მობელისაგან საზოგდოებას უკვე აღარაფერი უკვირს და იმედია, ამ ფოტოს გასაჯაროების შემდეგ, ოლიგარქი საკუთარი მშობლის საფლავის ქვასაც არ გადამალავს...