
"ჰენდე ჰოხ" ბიძინა..
17:38:28     17-04-2012
„ქართულმა ოცნებამ“ ფრთა გაშალა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი აქტიურობით ვერ დაიკვეხნიან, მილიარდერის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო მასშტაბით გაჭრა გადაწყვიტა. როგორც ცნობილი გახდა, პარტიამ „უდიდესი“ პოლიტიკური მანევრი გააკეთა და ოფისი ჟენევაში გახსნა.
ჟენევური ფილიალის მხარდასაჭერად, იქ შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილე და ამჟამად ბიძინას თანამებრძოლი, ლაშა ნაცვლიშვილი ჩაფრინდა... სწორედ „ქართული ოცნების“ ამ ევროპულ ფილიალში, ივანიშვილი, ნაცვლიშვილის მეუღლეს დაასაქმებს, რომელიც უკვე „მსოფლიო დონის“ პოლიტიკური ძალის საქმიანობას იქ გაუწევს კურირებას.
ნაცვლიშვილმა ჟენევაში ერთი „უმნიშვნელოვანესი“ შეხვედრა უკვე გამართა: ის სახელგანთქმულ მიუნჰაუზენს, ვახტანგ კომახიძეს შეხვდა და ივანიშვილისაგან პირადად გადასცა მადლობა. საპნის ქურდობის ბრალდებით გასამართლებული „პრინციპული“ ჟურნალისტი, ფაქტობრივად, დიდ პატივში ხვდება: ის თვით ნაცვლიშვილის ცოლის ხელქვეითი გახდება და მასთან იმუშავებს.
და რა გახდა ამ დაწინაურების მიზეზი? თავად ნაცვლიშვილის ზღაპარი-გენ–გეგმა: „როგორ მოვკლათ ივანიშვილი“. შეგახსენებთ, რომ აწ უკვე „ცოლების თანაშემწემ“ ვახტანგ კომახიძემ ფეისბუკით აუწყა საზოგადოებას, რომ ხელისუფლება გეგმავს ბიძინას ლიკვიდაციას.
ივანიშვილის მკვლელობა მოხდება რეგიონში, რომ ამის შესახებ მას ხელისუფლებიდან აუწყა ერთერთმა წყარო-პირმა. რომ რეგონში ჩასულ ბიძინას იარაღმომარჯვებული უცნობი დახვდებოდა და... „ჰენდე ჰოხ, ბიძინა“...
მავანმა შეიძლება იფიქრა, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. ამ შემთხვევაში ცეცხლის გამჩაღებელი ლაშა ნაცვლიშვილი გახლდათ, რომელმაც თავად მოიფიქრა ეს საინტერესო სისულელე. შეთხზა ისტორია, ბიძინას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, შემდეგ კი ეს ისტორია გაახმაურებინეს ვახტანგ კომახიძეს...
გეგმის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ქალებმა და კაცებმაც ატეხეს წიოკი, არიქა სოფელში ბიძინას მოგვიკლავენო... ლაშა ნაცვლიშვილის იდეით, "დაზაფრულ" "მეოცნებეებს", "მიზანში ამოღებული ივანიშვილისთვის" ამერიკაში უნდა მოენახათ დაცვის წევრები, მათ შორის ფერადკანიანები.
მოტივი? თუ ვინმე კიდევ წამოაძახებდა ბიძინას რუსეთუმეობას, ოლიგარქი იტყოდა: „თითიდან გამოწუწნულია ეგ ბრალდება. ვერ ხედავთ, ჩემი დაცვის ნახ–ნახევარი წევრები ამერიკიდანაა, თქვენ ვერ ამოხსენით პიროვნების რაობა, როგორც ბატონი ილია იტყოდა...“
აი, ასე მარტივად მოგვარდებოდა ბიძინას „გაამერიკელება“. თუმცა, გეგმის მხოლოდ ის ნაწილი შესრულდა, რომელიც კომახიძეს ეხებოდა. ბიძინა კი მაინც რუსეთუმეა...
რაც შეეხება ნაცვლიშვილის ცოლის თემას... ნაცვლიშვილის ცოლმა რომ არ მოიწყინოს, მას იქვე მეორე ქალბატონსაც შეუსახლებენ. იმავე ოფისში დასაქმდება ექსპერტის, ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილის თანამეცხედრეც.