ხარჩო მეგრულად

  10:03:36     14-04-2012

მასალა:

საქონლის ხორცი (გრუძინკა) 1 კგ.

ხახვი 2 თავი

დაფნის ფოთოლი 1ც.

ნიგოზი  1 ჭიქა

ნიორი  2 კბილი

წითელი ცხარე წიწაკა 1-2ც.

იმერული დაფქვილი ზაფრანა 1 ჩ/კ.

დაფქვილი ქინძი 1 ჩ/კ.

უცხო სუნელი 1 ჩ/კ.

სიმინდის ფქვილი 2 ს/კ.

წითელი ღვინის ძმარი 1 ს/კ.

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში დავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს ხორცს და დავდგათ გაზქურაზე. როდესაც წყალი ადუღდება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაფნის ფოთოლი, ვხარშოთ სანმ სითხე მთლიანად არ ჩაშრება. ჩავასხათ ქვაბში 3 ჭიქა წყალი, კვლავ ავადუღოთ სითხე და ვხარშოთ ხორცი სანამ არ მოშორდება ძვალს. გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ, სიმინდის ფქვილი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, სუნელები, მარილი და კარგად ავურიოთ. ქვაბიდან რომელში ხორცი იხარშებოდა გადმოვასხათ ½ ჭიქა ბულიონი და მასში გავხსნათ  ნიგვზიანი მასა დავუმატოთ ძმარი, კარგად ავურიოთ. მომზადებული სოუსი ჩავასხათ ქვაბში რომელშიც მოხარშული ხორცია, ვხარშოთ ყველაფერი ერთად 5–8 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან. გავაფორმოთ დაჭრილი წითელი წიწაკით. (მეგრული ხარჩო სასურველია მივირთვათ ღომთან ერთად).

წყარო