ბაჟე

  09:59:30     14-04-2012

მასალა:

ნიგოზი 250გრ.

ადუღებული წყალი ან ბულიონი 500მლ.

ხმელი ქინძი 0,5 ჩ/კ.

უცხო სუნელი 0,5 ჩ/კ.

ყვითელი ყვავილი 0,3 ჩ/კ.

ნიორი 2 კბილი

ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი 1 ს/კ.

ხახვი 1 თავი

ზეთი 1 ს/კ.

დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ნიგოზი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანაქანაში, დვამატოთ სუნელები, დანაყილი ნიორი, ძმარი, წიწაკა და კარგად ვზილოთ ხელით, ზეთის გამოსვლამდე, შემდეგ ნიგვზის ზეთი ჩავსხათ ცალკე ჭურჭელში, ხოლო ნიგოზს დავამატოთ დაახლოებით 20–30 გრ. ადუღებული წყალი, კარგად ავურიოთ (ასარევად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბლენდერი), მოვაყაროთ მარილი, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ადუღებული წყალი ან ბულიონი სანამ მასა არ მიიღებს სქელი არაჟანის კონსისტენციას. ხახვი დავჭრათ წვრილად, შევწვათ ზეთში, შემდეგ მოვათავსოთ მარლაზე და გავწუროთ, გამოსული სითხე ჩავსხათ მომზადებულ ბაჟეში, კარაგად ავურიოთ, ჩავასხათ ფიალებში და მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

წყარო