ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

  10:30:44     13-04-2012

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. ლეონ პანეტა, აშშ-ში ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს  ესტუმრა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის.

ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა.
 
ავღანეთში 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები  სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.

mod.gov.ge