შემწვარი და ჩახოხბილი კურდღელი
09:56:36     11-04-2012
მასალა:
კურდღელი
ხახვი 3 თავი
ერბო და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კურდღელი ავაგოთ შამფურზე, წავუსვათ მარილიანი წყალი და შევწვათ მაყალზე (ან აირღუმელში). შემდეგ წავუსვათ ერბო და როდესაც შეიბრაწება, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებულად და მოვხრაკოთ ერბოში, დავასხათ 2 ჭიქა წყალი, წამოვადუღოთ, შემდეგ ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და კვლავ წამოვადუღოთ.