დაჯილდოვება
10:11:25     10-04-2012
საქართელოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო. გვირგვინით შემკობამდე მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის სამინისტროს შეარაღებული ძალების 25 სამხედრო მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი დააჯილდოვა. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცათ
პოლკოვნიკ გიორგი ზურაბის ძე კალანდაძეს - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს და რევაზ რამაზის ძე ჭარბაძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტა" დირექტორს. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.
დღეს თავდაცვის სამინისტროს თამანმშრომლებს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენებიც გადაეცათ. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.
ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის. II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის. I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
"ვახტანგ გორგასლის I ხარისხის" ორდენით დაჯილდოვდა - პოლკოვნიკი გელა ნოდარის ძე ჭანტურიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"-ს დირექტორის მოადგილე."ვახტანგ გორგასლის II ხარისხის" ორდენი გადაეცათ პოლკოვნიკი ავთანდილ აპოლონის ძე ხვადაგიანს და მაიორ ირაკლი თემურის ძე სიჭინავას. "ვახტანგ გორგასლის III ხარისხის" ორდენით დაჯილდოვდნენ: ფროსი სერჟანტი მამუკა ივერის ძე ქაფიანიძე, კაპიტანი ვახტანგ შალიკოს ძე ბეგოიძე, სერჟანტი თორნიკე ქიშვარდის ძე ბურჯალიანი.
მედლით "მხედრული მამაცობისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის. მედლით "მხედრული მამაცობისათვის" დღეს დაჯილდოვდნენ: მაიორი იოსებ უშანგის ძე ქავთარაძე, მთავარი სერჟანტი მანუჩარ მერაბის ძე დავითური,უფროსი ლეიტენანტი გიორგი შალვას ძე შერაზადიშვილი,ლეიტენანტი ზურაბი გაიოზის ძე მურადაშვილი,უფროსი სერჟანტი ლევან ვაჟას ძე ქორიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ზურაბის ძე ტერელაძე, მაიორი ზაზა დავითის ძე წამალაშვილი,უმცროსი სერჟანტი ლევან ვალერის ძე გოგოლი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი რობიზონის ძე კელაპტრიშვილი, მაიორი ზეზვა გოგის ძე ნავერიანი, მაიორი გიორგი სილოვანის ძე კობიძე.
ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში - შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. "ღირსების" ორდენით დღეს დაჯილდოვდნენ : ბატონები - კონსტანტინე სოლომონის ძე დვალიშვილი, ზურაბ გივის ძე სამსონიძე,ჯუმბერ გიორგის ძე სულაბერიძე,ვიცე-პოლკოვნიკი ბესიკ ოთარის ძე გოფოძე,მაიორი ნიკოლოზ ზაურის ძე აგლაძე,მაიორი გრიგოლ ელდარის ძე ჭელიძე,კაპიტანი ეფთი ნოდარის ძე ქურდიანი, მაიორი ზვიად ზურაბის ძე ანდღულაძე, ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით აივენგოს ძე აბრამიშვილი, ავიაციის კაპიტანი ზურაბ ამირანის ძე ნამგლაძე.
mod.gov.ge