ორაგულის ჩახოხბილი
09:13:49     10-04-2012
მასალა:
ორაგულის ფილე 600 გრ.
პომიდორი 300 გრ.
ხახვი 3 თავი
ტომატ პასტა3 ს/კ კოვზი
ლიმონი 1 / 2 ც.
მცენარეული ზეთი 100 გრ
ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთის ნახევარში, შემდეგ დავამატოთ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ორაგულის ფილე, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავასხათ დარჩენილი ზეთი და ვთუშოთ დაბალ ტემპერატურაზე 5 წუთი. დავამატოთ ტომატპასტა და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ მომზადებულ ფილეს დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ავადუღოთ. პომიდორს გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მოვასხათ ლიმონის წვენი, ჩავასხათ ფილეში კარგად ავურიოთ და 10 წუთი შევდგათ 220 °С ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. მომზედების შემდეგ თავზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.