ნაპოლეონი ბანანით
09:12:03     10-04-2012
მასალა:
ფირფიტა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
შაქარი 1/4 ჭიქა
არაჟანი 1 ჭიქა
მარილი 0,5 ჩ/კ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
არაჟანი 400გრ.
შაქარი 4 ს/კ.
ბანანი 3–4 ც.
შაქარს დავამატოთ არაჟანი, მარილი, სოდა, ვანილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 7 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ტაფაზე ორივე მხრიდან ზეთის გარეშე, ფირფიტებს გამოცხობის შემდეგ სწრაფად წავუსვათ 1 ს/კ. კრემი, შემდეგ კი როდესაც შვიდივე ფირფიტა გამოცხვება კარაგად დავკრემოთ და თავზე მოვაყაროთ ფირფიტის ნაფხვენები.
კრემის მომზადება:
ბანანი, შაქარი და არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით.