თამაზ ექვთიმიშვილის შემოქმედებითი საღამო. რომანის "აქ, იმ ქალაქში" - განხილვა

  06:42:58     07-04-2012

9 აპრილს, ორშაბათს, კინოს სახლში ტარდება თამაზ ექვთიმიშვილის შემოქმედებითი საღამო. რომანის "აქ, იმ ქალაქში" - განხილვა

რომანში მოთხრობილია განვლილი საუკუნის 80–იანი წლების დასასრულის, ერთი თბილისური, ახალგაზრდული სამეგობრო წრის ცხოვრების ეპიზოდი, რომლის თბილ ყოველდღიურობას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, არანაკლებ მნიშვნელოვანს, 1989 წლის 9 აპრილი ტრაგედიამ დაუსვა წერტილი.

მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების 2, კინოს სახლი, მეორე სართული.

დასაწყისი 19:00 საათზე.

ღონისძიების იდეის ავტორი - გიორგი ლილუაშვლი.
 ორგანიზატორები - ირინა თურქია, თინიკო ჯახუა, გიორგი ლილუაშვილი.

თამაზ ექვთიმიშვილი დაიბადა 1956 წელს, თბილისში. 1972-1977 წლებში სწავლობდა თსუ ქიმიის ფაკულტეტზე.

გამოცემული აქვს წიგნები: „ჟირაფები ზამთარში“  - 1995 წელი (პროზაული კრებული);
„მოწმე“ – 1999 წელი (პროზაული კრებული).

პერიოდულ გამოცემებში („ლიტერატურული საქართველო“  „მნათობი“, „ცისკარი“, „არილი“, „პარნასი“, „24 საათი“, „ცხელი  შოკოლადი“) გამოქვეყნებულია მისი 12 ნოველა.

მისი ნოველები და პიესა შეტანილია სხვადასხვა ალმანახებში (მათ შორის „ მოწმე“ -  „ ალაზანი“ (1999), „დასასრული“ - „ფორუმი“ (2001), „...ერთხელ დავკალი მამალი“ - „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ (2004), ,,პუანტები” (პიესა) - ,,10 საუკეთესო ქართული პიესა” - 2010), ,,ჰონორარი” - ,,უახლესი ქართული პროზის ანთოლოგია” (2010).
 
რომანი „ აქ, იმ ქალაქში“ გამოქვეყნდა „ლიტერატურულ პალიტრაში“  (## 11-12  2009).
2010 წელს კი გამომცემლობა შემეცნებამ წიგნად გამოსცა.

2011 წელს თამაზ ექვთიმიშვილს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“, ნომინაციაში - დრამატურგია.