ნადუღი პიტნით (მეგრული)

  05:57:48     07-04-2012

მასალა:

ნადუღი 500გრ.

სულუგუნი "ბლინები" 10ც.

პიტნა საშუალო კონა

ნიორი 2–3 კბილი

მწვანილი, მოხარშული სტაფილო ან  ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

პიტნა წვრილად დავჭრათ და დავნაყოთ, ნიორთან და მარილთან ერთად. სულგუნის „ბლინები" დანით დავჭრათ შუაზე. ნადუღს ავურიოთ პიტნის მასა, შეგვიძლია დავამატოთ წიწაკა. ნადუღი კოვზით მოვამზადოთ ყველის ფირფიტაზე და გადავახვიოთ კონუსურად (მზესუმზირის კოლოფივით) და შემოვაკრათ ნებისმიერი მწვანილი (კამის ძირი, მწვანე ხახვის ღერო და სხვა). გავაფორმოთ სურვილისამებრ, მოვათავსოთ თეფშზე და სუფრაზე გავიტანოთ მჭადთან ერთად.