ატმის ნამცხვარი

  10:06:18     06-04-2012

მასალა ფხვიერი ცომისთვის:

    250 გ ფქვილი

    1 მწიკვი მარილი

    100 გ თხლად დაჭრილი ცივი კარაქი

    50 გ შაქარი

    100 მლ რძე

სხვა მასალა:

    1 ლიმონი

    750 გ მწიფე ატამი

    200 გ ნაზი ხაჭოსებრი ყველი

    150 გ არაჟანი

    50 გ შაქრის პუდრა

    2 პატარა კვერცხი

    ცხიმი ფორმისთვის

    ფქვილი სამუშაოდ

    შაქრის პუდრა მოსაყრელად

ფქვილი გაცერით და მარილთან ერთად ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი, კარაქი, რძე და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და დადეთ გრილ ადგილას 30 წუთით.

ლიმონი გარეცხეთ, გაამშრალეთ, კანი გახეხეთ, ხოლო წვენი გამოწურეთ. 300 მლ წყალი ლიმონის წვენთან ერთად ჩაასხით ქვაბში და წამოადუღეთ. ატმები ქაფქირით ჩაუშვით ამ სითხეში, მალევე ამოიღეთ და დააწყვეთ საწურზე. შემდეგ მოაცილეთ კანი, გაყავით ოთხად და გამოაცალეთ კურკა. გააცხელეთ ღუმელი, წაუსვით ცხიმი ფორმას.

ყველი, არაჟანი, შაქრის პუდრა და ლიმონის კანი აურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხი. ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ამ გაბრტყელებული ცომით. ზემოდან დააწყვეთ ატმის ნაჭრები, წაუსვით მომზადებული კრემი და აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთით.

ბოლოს ოდნავ გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გააცივეთ.