
ივანიშვილის პრესცენტრი: ბიძინას უნდა უსმინოთ, კითხვები არ უნდა დაუსვათ...
10:59:49     05-04-2012
ივანიშვილის ფობიებს საზღვარი არ აქვს. ახლა ჟურნალისტების მიერ დასმულ, წინასწარშეუთანხმებელი კითხვების შიში გაუმძაფრდა ოლიგარქს. "დღეს, 11 საათზე, ბრიფინგი აქვს დანიშნული. სურს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბროს" - ასე განაცხადა მისმა პრეს–სპიკერმა.
ცხადია, ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტთა კორპუსი დილიდან მივიდა. თუმცა, ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგნელების კითხვებს არ უპასუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისი პრესსამსახური ატყობინებს. გამოვა, ილაპარაკებს, ილაპარაკებს და მაშინვე დატოვებს დარბაზს. ესაა ოლიგარქის გეგმა.
„ევროპას რომ გააკვირვებს“ ისეთი დემოკრატიის „ფუძემდებელი“ ასე აპირებს მედიასთან თანამშრომლობას. როგორც წესი, ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვის დასმას შეეცდებიან, "ბიძინა მართალი" და მისი გარემოცვა „მოგზავნილებად, კითხვებდარიგებულებად, შარლატანებად და მჩხიბავებად“ შერაცხავენ.