შოკოლადის ნაჭრები

  05:53:37     05-04-2012

მასალა ფხვიერი ცომისთვის:

    200 გ მწარე შოკოლადის ფილა

    75 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)

    6 კვერცხი

    1 მწიკვი მარილი

    150 გ შაქარი

    100 გ ფქვილი

    200 გ დაფქული ნუში

    3 ს.კ. გარგარის ჯემი

მასალა მინანქრისთვის:

    100 გ მწარე შოკოლადის ფილა

    50 გ შაქრის პუდრა

    30 გ კარაქი

    ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა საცხობი ფირფიტისთვის

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი საცხობ ფირფიტას და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. შოკოლადი დატეხეთ, ნაღებთან ერთად შეათბეთ და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე.

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, თანდათან შეურიეთ 50 გრამი შაქარი. კვერცხის გულს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, გამდნარი შოკოლადი და ურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ ჯერ ნუში, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა, ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ.

ცომი თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთით. შეათბეთ გარგარის ჯემი და წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს.

მინანქრისთვის დატეხეთ შოკოლადის ფილა. ქვაბში ჩაასხით 75 მლ წყალი, დაუმატეთ შაქრის პუდრა და წამოადუღეთ, თან ურიეთ. ჩაყარეთ შოკოლადის ნატეხები და გაადნეთ, დაუმატეთ კარაქი. ნამცხვარს თანაბრად წაუსვით შოკოლადის მინანქარი. დადგით გასაცივებლად 1 საათით, სანამ მინანქარი არ გამაგრდება.