
ტელეკომპანია BBC სკანდალური დოკუმენტური ფილმის ჩვენებას იწყებს
12:34:55     04-04-2012
ტელეკომპანია BBC პირველად უჩვენებს ინტერვიუს ადამიანთან, რომლის ტყუილმაც მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებით, ერაყში შეჭრის აუცილებლობა დაადასტურა. 10-წლიანმა ომმა 100 000 სიცოცხლეზე მეტი შეიწირა და ასობით მილარდი ფუნტი დაჯდა - წერს გაზეთი „ინდეფენდენტი“.
ეს ადამიანია რაფიდ ახმედ ალვან ალ-ჯანაბი, რომელიც ამბობს:
„ჩემი მთავარი მიზანი იყო ჩამოეგდოთ ერაყელი ტირანი, რადგან რაც უფრო მეტხანს დარჩებოდა ეს დიქტატორი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად დაიტანჯებოდა ერაყელი ხალხი მისი რეჟიმის მხრიდან“.
ინჟინერ-ქიმიკოსი, რომელაც 1999 წელს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა გერმანიას, ამტკიცებდა, რომ ერაყში მობილური ბიოლოგიური ლაბორატორიის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელიც 2003 წლის თებერვალში გაეროს უშიშროების საბჭოს ომის აუცილებლობას უმტკიცებდა, ამ ადამიანის გამონაგონი ფაქტებად და სადაზვერვო მონაცემებზე დაფუძნებულ დასკვნებად წარმოადგინა - წერს გაზეთი „ინდეფენდენტი“.
თუმცაღა, ჯანაბი, რომელიც BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „თანამედროვე ჯაშუშები“ გადაღებას დასთანხმდა, ამბობს, რომ ყოველივე ეს არ იყო სიმართლე. როცა მას ეკითხებიან: მაშასადამე, ერაყთან ომისკენ ჩვენ გვიბიძგა ტყუილმა და ეს ტყუილი იყო თქვენი? ის მშვიდად პასუხობს: დიახ…
ამერიკელმა ჩინოვნიკემა შეაფერადეს ჯაბანის მიერ შედგენილი ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელი მობილური ლაბორატორიის ნახაზები, რათა ისინი უფრო პრეზენტაბელური ყოფილიყო, - აღიარებს ფილმში პაუელის აპარატის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ლორენს ვილკერსონი.
„ნახაზზე სამუშაოდ მე მოვიწვიე გუნდი თეთრი სახლიდან “ - განაცხადა მან და დასძინა, რომ სადაზვერვო მონაცემები პოლიტიკის მოთხოვნებს უნდა გათანაბრებოდა…
BBC-ის ფილმში კიდევ ერთი თემა გაშუქდება. ეს არის რუს ჯაშუშთან, ანა ჩაპმანთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც, როგორც ირკვევა, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ მას შემდეგ დააკავა, რაც გაირკვა, რომ ის პრეზიდენტ ობამას მრჩევლის ცდუნებს აპირებდა.
ფედერალურმა აგენტებმა გამოარკვიეს, რომ ანა ჩაპმანი, რომელიც 2010 წელს 10 რუს ჯაშუშთან ერთად დეპორტირებულ იქნა მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში მყოფ „მნიშვნელოვან“ პირთან კავშირის გაბმას ცდილობდა.
„ჯაშუში ძალიან მიუახლოვდა პრეზიდენტის ახლო გარემოცვას და ფაქტობრივად, თავად ბარაკ ობამას, რაც გახდა კიდეც მისი „ჩავარდნის“ მიზეზი“ - წერს უცხოური პრესა, რომლისთვისაც BBC-ის ფილმის გარკვეული ეპიზოდები გახდა ცნობილი.
„ეს ქალი მას შემდეგ იქცა პრობლემად, რაც ძალიან მიუახლოვდა ობამას “ - აცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე ფრენკ ფილუცი. სწორედ ამის შემდეგ, 2010 წლის ზაფხულში ჩაპმანი სხვა რუს აგენტებთან ერთად დააკავეს კიდეც.
ობამას მრჩევლის ვინაობა, რომლის ცდუნებასაც სპეცსამსახურების განცხადებით ჩაპმანი ცდილობდა, არ სახელდება. ფილმში ასევე გადაღებულია რამდენიმე ბრიტანელი მზვერავიც. ეს პირველი შემთხვევაა ბრიტანეთის ისტორიაში, როცა მოქმედი დაზვერვის თანამშრომლები ტელევიზიას ინტერვიუს აძლევენ. თუმცა მათი სახეც და ტანიც დაფარულია, ხმა კი მსახიობების არის.
BBC-ის რეპორტიორი პიტერ ტეილორი ამ ფილმზე ერთი წელი მუშაობდა. ის ამბობს, რომ ეს აგენტები არაფრით ჰგვანან კინემატოგრაფის შპიონებს. „მე გამაოცა, რამდენად არიან ისინი ინტეგრირებულები სამოქალაქო სამსახურის ბიუროკრატიაში. ყველაფერზე თანხმობა და უფლებაა საჭირო, ზოგჯერ 3 ეგზემპლარადაც კი“ - ამბობს ტეილორი.
„პოტენციურმა აგენტებმა კი უნდა დაივიწყონ ჰოლივუდური ფანტაზები“, - თვლის ცენტრალური სადაზრვერო განყოფილების პირადი შემადგენლობის დაკომლექტების ცენტრის თანამშრომელი სონია ხოლტი. მისი თქმით, ადამიანები ფიქრობენ, რომ „როგორც ფილმებშია - მანქანებს წინ ვუხტებთ და ყველა ატარებს იარაღს… ჩვენ სადაზვერვო მონაცემებს ვაგროვებთ, მაგრამ სწრაფ მანქანებზე ჩვენთან ყველა არ ზის. უნდა წერო ანგარიშები, იარო სხდომებზე - ეს ყოველთვის არ ჰგავს სურათს კინოდან“ - ამბობს ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების წარმომადგენელი. ფილმი „თანამედროვე ჯაშუშები“ ორნაწილიანია. ხვალ ეთერში პირველი სერია გავა.