ბატი ვაშლის სატენით
10:57:49     04-04-2012
მასალა:
1 ცალი ბატი (2 კილოგრამი)
1 კილოგრამი ვაშლი
2 სუფრის კოვზი ქიშმიში
1 ჩაის კოვზი მიხაკ-დარიჩინი
მარილი-გემოვნების მიხედვით გავასუფთავებულ ბატს მუცლის ღრუ ამოვუვსოთ წვრილად დაჭრილი კანგაცლილი ვაშლით, რომელშიაც ავურევთ 2 სუფრის კოვზ ქიშმიშს, 1 ჩაის კოვზ დანაყილ მიხაკ-დარიჩინს და ცოტაოდენ მარილს. ბატს ზემოდანაც მოვაყაროთ მარილი და შევდგათ ჰაერღუმელში. როდესაც ბატი შეიწვება, ლანგარის შუა ადგილზე დავყაროთ ვაშლის სატენი და ირგვლივ მოვუწყოთ ასო-ასოდ დაჭრილი ბატის ხორცი.