ტაძრის პროექტის პრეზენტაციას ეროვნულ მუზეუმში, პატრიარქიც დაესწრო

  12:03:57     30-03-2012

ეროვნულ მუზეუმში ივერიის მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა, „ტაძრის მშენებლობა იწყება ახლა, მაგრამ უკვე 145 ათასი ადამიანია ჩართული, იმედია გააერთიანებს მთელ ქვეყანას. ყველა თანაბრად ვაშენებთ მიუხედავად იმისა ვის რა შესაძლებლობები აქვს. პატრიარქმა მოგვცა საშუალება, რომ ფიზიკურადაც მივიღოთ მონაწილეობა.პირველი ნიჩბით პირველად მიწას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამოიღებს, შემდეგ მეუფეები და ყველას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს ტაძრის საძირკვლის გაჭრაში."

საძირკველის გაჭრა, 17 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება, მეორე დღესაც შეეძლება მრევლს სიმბოლურად მიიღოს მონაწილეობა.

პრეზენტაციაზე სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II განაცხადა,"ასეთია ჩვენი ცხოვრება, ვინც ეკლესია-მონასტრებს აშენებს, თავის სულიერ ტაძარს აშენებს,ხოლო ვინც ანგრევს,საკუთარ სულიერ ტაძარს ანგრევს. მე მახსენდება ერთი შემთხვევა ჩემთან იყო დელეგაცია, რომელთა შორის იყო ერთი ჩინელი ადამიანი და მე ვკითხე მას, რომ ჩინეთი ასეთი მდიდარია ფილოსოფიური აზროვნებით და როგორ მოხდა, რომ ჩინელმა ხალხმა მიიღო კომუნისტური იდეები? მან კი მიპასუხა, რომ ადამიანის და ერის ცხოვრება ემსგავსება სპირალს, არის დაცემები და არის აღმავლობა. ახლა ჩვენ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო. ვმადლობ უფალს რომ ჩვენ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როდესაც ქართველი ადამიანი აშენებს ტაძრებს და მონასტრებს."

პატრიარქმა ასევე განაცხადა," ეს იქნება არამარტო ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის ადგილი, ეს იქნება დიდი მეცნიერული ცენტრი. პირველი და მთავარი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც ეს მორჩილად მიიღო და მე მინდა დავლოცო იგი, არქიტექტორები, მუშები და ყველა რომელიც შრომობს ამ ტაძრის მშენებლობაზე.როდესაც სამების ტაძარი შენდებოდა,ჩვენ დავწერეთ ჩვენი სახელები ქვებზე და საძორკველში ჩავაყოლეთ, 17 აპრილისთვისაც მოვამზადოთ ასეთი ქვები. ასევე საძირკველში ჩაყოლებული იქნება სიწმინდეები მთელი მსოფლიოდან. ღმერთმა მალე აგვაშენებიოს ეს სავანე".

ასევე გაიმართა ფონდის ვებგვერდის maxata.ge პრეზენტაცია, რომლის დახმარებითაც აქციაში ჩართვა, როგორც საქართველოს მოქალაქეებს , ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეეძლებათ. ამასთანავე ლაივ კამერით შესაძლებელია, ნახვა თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ წუთში სამონასტრო კომპლექსში.

წყარო